პატარა გიორგის დედა კვლავ დახმარებას ელოდება - კვირის პალიტრა

პატარა გიორგის დედა კვლავ დახმარებას ელოდება

მათ, ვინც რამდენიმე თვის წინ ძმებ ჯიშკარიანების შესახებ წაიკითხა ("დედას მესამე შვილი უკვდება"), შეუძლებელია ეს ამბავი დავიწყებოდა, - ჩვენ ყველას ვთხოვეთ, რომ სიკვდილისაგან ეხსნა პატარა გიორგი ჯიშკარიანი, რომელსაც გამოუცნობი გენეტიკური დაავადებით ორი ძმა ჰყავდა გარდაცვლილი და თვითონაც უკვე უფსკრულის პირას იდგა, - კომა, რომელიც მის ძმებს სიკვდილის წინ განუვითარდათ, გიორგიმ იაშვილის საავადმყოფოში გადაიტანა და სრულიად ღონემიხდილი იყო. მაშინ სასწაული მოხდა, - ხალხმა გიორგი სიკვდილს გამოგლიჯა, ერთლარიანი შემოწირულობებიდან დაწყებული იმდენი ფული დაუგროვა, რომ გიორგი გამოსაკვლევად გერმანიაში გაემგზავრა. ჩვენ შემდეგ ისევ მოვუყევით მისი ამბავი ხალხს და მადლობა გადავუხადეთ, იმისთვის, რომ მათ მიაღწიეს ბიჭს უცხოეთში ძვირადღირებული კვლევები დაეწყო. ვაპირებდით შემდეგი წერილი მაშინ დაგვეწერა, როცა გიორგი გერმანიიდან ჩამოვიდოდა. ამ ხალხს ჩვენ მადლობას ისევ ვუხდით, - გიორგის დედას მაისის თვის ეშინოდა, შვილები ამ თვეში დამეხოცნენი, მაგრამ გიორგი დღეს ცოცხალი ჰყავს, გერმანიაში არიან და კვლავ ურთულესი კვლევები უტარდებათ. კვლევები მარტივი არ აღმოჩნდა, ჯერჯერობით, ყველაზე არსებითი, რაც გერმანული კლინიკაში დადგინდა, ის არის რომ გიორგის ორგანიზმი საერთოდ არ შეიცავს დ ვიტამინს. დაგვეთანხმებით, ეს უმნიშვნელოვანესი შედეგია. თუმცა კვლევები აუცილებლად უნდა დასრულდეს. ამისთვის ჯიშკარიანებს ფული აღარ ჰყოფნით, - უცხო ქვეყანაში მკურნალობა და ცხოვრება იაფი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგის კლინიკიდან გამოუშვებენ და კვლევები შეწყდება. ამ დროს ის უკვე ბედნიერია და იცის რომ ძმებს შორის ის უსათუოდ გადარჩება. ამიტომაც მათ, ვინც ყველაფერი გააკეთა, ბავშვს ეცოცხლა, კვლავ მორჩილად ვთხოვთ, თუნდაც ერთი ლარი კვლავ გაიღოს, რათა გიორგის მკურნალობა ბოლომდე მივიდეს და იცოცხლოს.

ეს ხომ ჩვენ ყველას გვინდა.

მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან 0901700703

ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკში:GE55BG0000000294612100

მიმღები დედა: ია კოხრეიძე

დედის ნომერია (გერმანიაში) : 004915166502997

ღმერთმა თქვენი და თქვენი ოჯახების სიკეთეში შეგიწიროთ გაღებული თანხა.