"პორნო-სტუდია" რუსთავში: მამაკაცი 12 წლის გოგონაზე ძალადობდა, ცოლი კი აქტს ვიდეოთი იღებდა - კვირის პალიტრა

"პორნო-სტუდია" რუსთავში: მამაკაცი 12 წლის გოგონაზე ძალადობდა, ცოლი კი აქტს ვიდეოთი იღებდა

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

ორიოდე კვირის წინ ამაზრზენი ამბავი გავიგე: რუსთავში მამაკაცი 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. გოგონას თურმე ოთახში კეტავდნენ, მასთან სქესობრივ კავშირს ქმარი ამყარებდა, მისი ცოლი კი ამ ფაქტს ვიდეოთი იღებდა(!).

საქმის დეტალებით დავინტერესდი, თუმცა ამ ფაქტზე ინფორმაციის მოძიება გამიჭირდა. რატომღაც ძალოვანებს ეს დაკავება არ გაუხმაურებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დამიდასტურეს, რომ მსგავი ბრალდებით ნამდვილად იყო პასუხისგებაში მიცემული მამაკაცი, მაგრამ სხვა ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. "იმდენად ამაზრზენი ფაქტია, არ გირჩევ ამის გაშუქებას", - მითხრა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა.

დაკავებულის მისამართი საკუთარი წყაროებით დავადგინე და მეზობლებთან გასაუბრება ვცადე.

მანანა, მეზობელი:

- ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან და დიდი ხანია, ჩვენს კორპუსში ცხოვრობენ. ჩაკეტილი ოჯახია, მეზობლებთან ხშირი კონტაქტი არ აქვთ. ამ ოჯახთან პრობლემები მეზობლებს ადრეც ჰქონდათ - მათ სახლში ხშირად ხედავდნენ წყვილებს. ამბობდნენ, ქალი "მამაშობს" და ერთმანეთს ახვედრებს ქალებსა და მამაკაცებს, სექსუალური კავშირისთვის მათ საკუთარ ბინას უთმობსო. ერთი სიტყვით, სახლში ბუნაგი ჰქონდათ. ძირითადად, სრულწლოვანი ქალები და კაცები დადიოდნენ, მაგრამ რაც ახლა გავიგეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

- რა შეიტყვეთ?

- მეზობლები ხშირად ვხედავდით მათთან მოსულ პატარა გოგონას. ეს ბავშვიც ამავე უბანში ცხოვრობს, შავგვრემანი თვალებბდღვრიალა, ლამაზი გოგოა. ისიც აზერბაიჯანელია ეროვნებით, მაგრამ ქართულად გამართულად ლაპარაკობს. კორპუსთან რომ მოვიდოდა, გვესალმებოდა და მერე მათთან ადიოდა. ჩვენ არ გვინახავს, რომ ეს ბავშვი ძალით მოეყვანა იქ ვინმეს, მაგრამ რაც შევიტყვეთ, შოკის მომგვრელია. თურმე იმ კაცს ამ ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მისი ცოლი კი ამას ვიდეოზე იღებდა. როგორც ვიცი, ამ ბავშვს დედა, ძმა და და ჰყავს. რატომ ვერ შეიტყო ეს ამბავი მისმა ოჯახმა დროზე, ნამდვილად ვერ გეტყვით. იმასაც ამბობენ, ბავშვს ამ პორნო-ვიდეოების გადაღების შემდეგ ფულსაც უხდიდნენო. არც ის ვიცი, როგორ შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ, მაგრამ დავინახეთ, რომ ცოლ-ქმარი დააკავეს.

- ეს გოგონა დიდი ხანია, იქ დადის?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთმა მეზობელმა თქვა, დაახლოებით 2 წელიწადია, ეს ბავშვი დადის ამ ოჯახშიო. თუმცა, ასეთი საშინელება თუ ხდებოდა, ამაზე ეჭვს ვინ აიღებდა?! ერთადერთი პრეტენზია, რაც ამ ოჯახის მიმართ ჰქონდათ, ის გახლდათ, რომ ცუდი ყოფაქცევის წყვილები დადიოდნენ იქ და ყველამ იცოდა, რომ ის ქალი მათ ერთმანეთს ახვედრებდა. ბინისთვის კი თანხას უხდიდნენ. ორივე რომ დააკავეს, მას მერე ძალოვანები ჩვენს მეზობელს მოადგნენ. ქალს პოლიციაში, დაკითხვისას უთქვამს, ჩემი მობილური ტელეფონი კარის მეზობელთან დამრჩაო. ქალმა მოატყუა სამართალდამცავები. მეზობელი გაგიჟებული იყო, - ჩემს სახლში იმ ქალს რა უნდოდა, აქ ვინ შემოუშვებდაო?! არც ერთ მეზობელთან არ შედიოდა. როცა მეზობელთან ვერ იპოვეს ტელეფონი, სამართალდამცავებმა მის ბინაში დიდხანს აკაკუნეს, ბოლოს შვილმა გაუღო კარი. სახლიდან გაიტანეს კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა ნივთები, წარმოიდგინეთ, ლეიბებიც კი გაიტანეს ბინიდან. ალბათ ექსპერტიზის ჩასატარებლად სჭირდებოდათ და ვუყურებდით, ტომრებით როგორ მიჰქონდათ. როგორც გავიგეთ, დაკავებულის ცოლის ტელეფონში იპოვეს გადაღებული ვიდეოები. მეზობლები ამ ამბით გაოგნებულები და აღშფოთებულები ვართ. ჯერჯერობით გამოძიებას ველოდებით, შემდეგ მოვითხოვთ, ამ ხალხმა დატოვოს ჩვენი კორპუსი და სხვაგან გადაიხვეწოს. მათ გვერდით ცხოვრება საშიშია. მათ კარის მეზობლებს იმ გოგონას ტოლი გოგონები ჰყავთ და არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. ბუნებრივია, ხალხს მოსვენება დაკარგული აქვს. ქალი რატომღაც მალე გამოუშვეს, ჩვეულებრივად დადის ეზოში, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეთი მეზობელი ჩვენ არ გვჭირდება.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.