ნოდარ ნათაძე: "ბურჯანაძე ხალხს მოლაპარაკე ტიკინა ჰგონია, ის კი რუსეთის "ნომრიანი" აგენტია" - კვირის პალიტრა

ნოდარ ნათაძე: "ბურჯანაძე ხალხს მოლაპარაკე ტიკინა ჰგონია, ის კი რუსეთის "ნომრიანი" აგენტია"

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

- ჩემი აზრით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გარდა, ყველა კარიკატურაა ან უკეთეს შემთხვევაში, - მეგობრული შარჟი. "რუსთავი 2" სპეციალურად ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ ქართველი ხალხი დებილად წარმოაჩინოს. ე.ი. ამ ტელეკომპანიას უნდა დაგვარწმუნოს, რომ თითო პრეზიდენტობის კანდიდატს 27 ათასი კაცი აძლევს ხმას. გამოდის, რომ საქართველოში, დაახლოებით 100 ათასი კაცი დებილია.

- "რუსთავი 2" რა შუაშია?

- რა, არ იცით, რომ "რუსთავი 2" სააკაშვილის ტელევიზიაა?

- კარგით, ბატონო ნოდარ, სალუაშვილისა და გორგიჯანიძის პროგრამებზე რას იტყვით?

- გელა სალუაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ კეთილშობილი კაცია. თუმცა ახლა ფანტასტიკური პროგრამა აქვს. დანარჩენები როგორც უკვე გითხარით, კარიკატურები არიან. აი, ბურჯანაძე კი ცალკე საუბრის თემაა...

- ბურჯანაძე რატომ არის ცალკე საუბრის თემა?

- ხალხს ის მოლაპარაკე ტიკინა ჰგონია, სინამდვილეში კი რუსეთის "ნომრიანი" აგენტია. ის ცდილობს, ხალხი დააჯეროს, რომ დასავლეთი ტერიტორიების დაბრუნებაში არ გვეხმარება. არადა, სწორედ დასავლეთის წყალობით არ აღიარებს მსოფლიო სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. ბურჯანაძე იმასაც ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს რუსეთი არის და მომავალშიც იქნება ისეთი ძალა, რომელიც მსოფლიოს თამაშის წესებს უკარნახებს. სინამდვილეში რუსეთი ასეთი ძლიერი აღარ არის და აღარც არასდროს იქნება. გარდა იმისა, რომ ბურჯანაძე რუსეთის "ნომრიანი აგენტია", სააკაშვილთან ერთად 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის თანაავტორიც არის.

- მარგველაშვილზე რას იტყვით?

- გამარჯვების ძალიან დაბალი შანსი აქვს, არაშთამბეჭდავი ფიგურაა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.