ანეკდოტები
- ამ ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატებს გადავხედე და ერთი დასკვნა გამოვიტანე.
- რა დასკვნა?
- ივერიის გაბრწყინება კიდევ ხუთი წლით გადაიდო.
- ექიმო, 5 წელია, რაც დავქორწინდი და შვილი არ მიჩნდება.
ექიმმა გასინჯა, თავი გადააქნია და თქვა:
- ყველაფერი წესრიგში გაქვთ, უცნაურია, იქნებ გასასინჯად თქვენი ცოლიც მოგეყვანათ?
- ცოლი მე ვარ, ექიმო...
პაციენტი მიდის ექიმთან და ეუბნება:
- ექიმო, ერთი თვეა არ მიჭამია, არ დამილევია და არ მიძინია, რა მჭირს?
- გშია, გწყურია და გეძინება.