ეკა კვალიაშვილი: "ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა" - კვირის პალიტრა

ეკა კვალიაშვილი: "ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა"

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

- როდის შეგიყვარდა პირველად?

- ძალიან პატარა ასაკში და გავთხოვდი კიდეც.

- მიგაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო?

- ზრდასრულ ასაკში რომ გავთხოვდი ორჯერ, ხომ გაამართლა, რას ამბობ?! (იცინის) ბედი თქვი თორემ... ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე (იცინის).

- რატომ, ნერვები გიფუჭდებოდა?

- არ ამართლებდნენ და დროს აღარ ვკარგავდი. თემურ გვალია ნუკას მამა გახლავთ. მეორე ქმარი, დათო, აღარ არის ცოცხალი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მასთან თანაცხოვრება ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მოსიარულე ენციკლოპედია იყო, საოცრად განათლებული, ისტორიკოსი. ორწელიწად-ნახევარი მეყო განათლებისთვის. ინსტიტუტი დავამთავრე და წამოვედი (იცინის).

- "არტიმედის" პერიოდში ბესო ბაკურაძე გაიცანი და მალევე გათხოვდი. მახსოვს, როგორი შეყვარებული იყავი...

- ეს აღმაფრენა ყოველი ქორწინების დასაწყისში მჭირდა. ხომ იცით, ახალი ცოცხი კარგად გვის. მთავარია, მერე დაღმაფრენაში არ გადაიზარდოს (იცინის).

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.