რეზო ამაშუკელი: ერთი შემომეპასუხოს, გავაბრტყელებ მიწასთან, ისე, რომ ვეღარასდროს წამოდგეს. - კვირის პალიტრა

რეზო ამაშუკელი: ერთი შემომეპასუხოს, გავაბრტყელებ მიწასთან, ისე, რომ ვეღარასდროს წამოდგეს.

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

რეზო ამაშუკელი:

- ამას წინათ ტელევიზიით მოვისმინე ერთი, ვითომ საპრეზიდენტო კანდიდატი ქალბატონის საუბარი, ირაკლი ღარიბაშვილს კბენდა. ვაფრთხილებ მას, მეტი აღარ გააგრძელოს და თავის ბიოგრაფიას მიხედოს მაგ უბედურმა, თორემ, "უმწიკვლო" წარსულის შესახებ ყველაფერი ვიცი და ისეთ რაღაცებს "შევახსენებ", პრეზიდენტობა კი არა, ხალხში თავი არ გამოეყოფოდეს...

- ვის გულისხმობთ, ბატონო რეზო?

- მიხვდება თავად. იცით, რახან ქალია, მაინც არ მინდა, ბოლომდე გავწირო და არ დავაკონკრეტებ, მაგრამ თუ მაინცდამაინც იწიკვინებს და მეზობლის კურდღელივით შემომახტება, მერე კი გადავხედავ მის "ქალწულებრივ" და "მოწამეობრივ" ცხოვრებას. ვნახოთ მერე, როგორ აპრიხავს წარბებს და როგორ ისაუბრებს დაყენებული ბავშვური ხმით. იმედია, თავადაც მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. ველოდები ერთი, შემომეპასუხოს, გავაბრტყელებ მიწასთან, ისე, რომ ვეღარასდროს წამოდგეს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.