თბილისში Parker Store-ის პირველი მაღაზია გაიხსნა! - კვირის პალიტრა

თბილისში Parker Store-ის პირველი მაღაზია გაიხსნა!

კახეთის გზატკეცილთან, გახოკიძის N4-ში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Parker Store-ის პირველი მაღაზია გაიხსნა.

კომპანია Parker Hannifini-ი 1918 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, Parker Store-ი წარმოადგენს მის ერთ-ერთ ბრენდს, რომელმაც პროდუქციის მაღალი ხარისხითა და ფართო ასორტიმენტით მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი.

Parker Store-ის პროდუქცია გამოიყენება: საავტომობილო, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის და ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო და სპეც-ტექნიკის სფეროებში. კომპანიის მთავარ დანიშნულებას კარგად გამოხატავს კომპანიის სლოგანი: "თუ კი რაიმე ტექნიკა მოძრაობს, მაშინ იქ სავარაუდოდ, ჩვენი მილებია".

ახლადგახსნილ მაღაზიაში წარმოდგენილია პირველადი პროდუქცია: მაღალი წნევის მილები, წარმოებისთვის საჭირო ელემენტები, მაღალხარისხიანი სამრეწველო და სპეც-ტექნიკისთვის აუცილებელი პროდუქცია. სამომავლოდ დაგეგმილია ასორტიმენტის გაზრდა, ჰიდრავლიკის, პნევმატიკის და ფილტრაციის სფეროების მთლიანად ათვისება.

გახსნაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბრენდ Foton-ის წარმოებული ტექნიკა. 2012 წელს კომპანია Foton-მა დაიმლერთან ერთად შექნმა ერთობლივი საწარმო Beijing Foton Daimler Automotive, რომლის შემდეგაც დაიწყეს ერთობლივად ავტომობილების გამოშვება. 2013 წლიდან კომპანია ASP-Gეორგია გახდა ოფიციალური დილერი.

Parker Store-ს საქართველოში ოფიციალურად კომპანია ASP-Gეორგია წარმოადგენს, რომელიც დაარსდა 2001 წელს. ის არის 30-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დღემდე აქტიურად მუშაობს ავტონაწილების იმპორტზე და ახდენს ამ პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. კომპანიას დღესდღეობით აქვს ადგილობრივი მომსახურების სრული სერვისები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეიქმნას გასვლითი ანუ მობილური სერვისი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ადგილზე მოახდენენ ტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას.

R