შავკანიანი მიტო ჭავჭავაძე - "ხან ზანგს მეძახიან, ხანაც - მაიმუნს... ბავშვებს ეშინიათ ჩემი..." - კვირის პალიტრა

შავკანიანი მიტო ჭავჭავაძე - "ხან ზანგს მეძახიან, ხანაც - მაიმუნს... ბავშვებს ეშინიათ ჩემი..."

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

- მიტო, პირველ რიგში ის მაინტერესებს, ჯიგარი თუ იცი რა არის?

- ვიცი, რომ ჯიგარი ადამიანი მაგარ ადამიანს ნიშნავს. გამოდის, რომ მე ვარ ჯიგარი...

- სასტუმროში, კონკრეტულად რა საქმე გევალება?

- ჩვეულებრივი მუშა ვარ. ხან მძიმე ბარგია ასატან-ჩამოსატანი, ხან რაღაც ფუჭდება და შეკეთება სჭირდება. მოკლედ, სასტუმროს მეპატრონის დამხმარე ვარ ასეთ საკითხებში.

- ბაკურიანელები შენ, როგორც მიტო ჭავჭავაძეს, ისე გიცნობენ...

- მართალია. ჩემი სახელია მიტერანი. აქედან გამომდინარე, ქართული სახელებიდან ყველაზე მეტად, მიტო შემეფერებოდა და ასეც დავირქვი. რაც შეეხება გვარს, ჭავჭავაძე ძალიან მომწონს. თან ძალიან ლამაზად ჟღერს, მიტო ჭავჭავაძე.

- იცი, ვინ იყო ჭავჭავაძე?

- დიდი კაცი იყო. რა ერქვა?

- ილია.

- ვიცი, რომ კარგი პოეტი იყო... ქართული გვარი ქართველებთან ურთიერთობისთვის აუცილებელია. წერეთელიც კი მომწონს, მაგრამ მაინც ჭავჭავაძე მირჩევნია.

***

- გული მიგრძნობს, რომ ქართველი შეყვარებული უნდა გყავდეს...

- შენ საიდან იცი? შეყვარებული კი არა, შეყვარებულები მყავს. (იცინის)

- ქართველი ცოლის მოყვანასაც ხომ არ აპირებ?

- 100 პროცენტით. გორელი გოგონა მიყვარს, რომლის ცოლად მოყვანასაც ვგეგმავ.

- გორელი გოგო სად იპოვე?

- სად ვიპოვე და აქ, ბაკურიანში. ჩვენს სასტუმროში ისვენებდა და აქ გავიცანი. მერე დავმეგობრდით და ერთმანეთიც შეგვიყვარდა.

***

- დამსვენებლები პირველად რომ დაგინახავენ, რა რეაქცია აქვთ ხოლმე?

- ვინც ბაკურიანში ხშირად ჩამოდის, ჩემს არსებობას უკვე მიეჩვია. ზოგს კი შოკი ემართება. ბევრს უკვირს, რატომ ვარ ბაკურიანში, ვერ ხვდებიან. ხან ზანგს მეძახიან, ხანაც - მაიმუნს... სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ მწყინსბავშვებს ეშინიათ ჩემი, თუმცა მერე მალევე მიმეგობრდებიან. თავიდან რომ ჩამოვედი, მეზობლის ბავშვი რომ დამინახავდა, ხმამაღლა ტიროდა, ისე ეშინოდა. ახლა ისე ვმეგობრობთ, გვერდიდან არ მშორდება. ხშირად ვთამაშობთ ერთად.

- საქართველოში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- ხალხი მომწონხართ ძალიან. ცუდი და კარგი ყველა ერშია, მაგრამ ბევრი ქართველი კარგი მეგობარი შევიძინე. ძალიან თბილი ხალხი ხართ. კიდევ, თქვენი სამშობლო მომწონს ძალიან. მაგალითად, ბაკურიანი. ულამაზესი მხარეა. ქართულ საჭმელზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ვგიჟდები ხინკალზე, ხაჭაპურზე, მწვადზე... ლუდიც მომეწონა, მაგრამ ღვინო გაქვთ არაჩვეულებრივი...

- ბევრს სვამ?

- აბა რა. ლიტრიანი ყანწიც დამილევია და ორ-ლიტრიანიც. მე უკვე თითქმის ქართველი ვარ და ყველაფერს ქართველივით ვაკეთებ. (იცინის).

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.