ობამა: "მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა" - კვირის პალიტრა

ობამა: "მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო.   ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა",- განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, აპირებს ამ საკითხზე ნებართვისთვის კონგრესს მიმართოს. სირიის შესახებ საკითხი კონგრესის სესიაზე გავა, რომელიც 9 სექტემბერს უნდა დაიწყოს. ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მიცემა"-აღნიშნა ობამამ.