პლაჩიდო დომინგო სააკაშვილს პირად ვიზაჟისტში შეეცილა - კვირის პალიტრა

პლაჩიდო დომინგო სააკაშვილს პირად ვიზაჟისტში შეეცილა

ამონარიდი გაზეთ ”ყველა სიახლედან”:

ჩვენი რესპონდენტი ვიზაჟისტი და სტილისტი ქეთი შავიშვილია. ის პრეზიდენტ სააკაშ-ვილის მაკიაჟზე ზრუნავს და ამიტომაც მოხვდა ჩვენი ყურადღების ცენტრში.

– რომელ ცნობილ ადამიანთან თანამშრომლობთ?

– თითქმის ყველა ვარსკვლავთან მითანამშრომლია, ვინც ბათუმში იმღერა, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა პლაჩიდო დომინგო. როცა მას კონცერტის წინ მაკიაჟი გავუკეთე, აღფრთოვანებულმა შემომთავაზა, მეორე დღეს დილის 11 საათზე მასთან ერთად გავფრენილიყავი იტალიაში და მის პირად ვიზაჟისტად მემუშავა. რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზაჟისტი გახლდით, უარის თქმა მომიხდა... მე ვუკეთებდი მაკიაჟს სოფო ნიჟარაძეს, როცა მიუზიკლი "ქეთო და კოტე” გადიოდა ბათუმში. სოფო კლიპის "ბათუმს ქათქათას” გადაღებაზე გავიცანი. ანაკლიაში გავიცანი ხატია ბუნიათიშვილი. უკვე რამდენი წელია ”მის საქართველოს” იმიჯზე ვზრუნავ, ასევე ვმუშაობდი ”ტოპ გოგოს” მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან.

***

– ლევან ვარშალომიძესაც თქვენ უკეთებთ მაკიაჟს?

– არა, ლევანი სატელევიზიო ჩართვებისას მაკიაჟზე უარს ამბობს.