მიხეილ-გელა სალუაშვილი: ციკლონი და ივანიშვილის განცხადება ბოლო ჟამის მოახლოებას მიგვანიშნებენ - კვირის პალიტრა

მიხეილ-გელა სალუაშვილი: ციკლონი და ივანიშვილის განცხადება ბოლო ჟამის მოახლოებას მიგვანიშნებენ

მოახლოებულმა ციკლონმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფართო მსჯელობის თემა გახდა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ამ მოვლენებზე საკუთარი აზრის გამოთქმა პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ-გელა სალუაშვილს ვთხოვეთ.

- ბიბლიაში არის ძლიერი ქარის მინიშნება და ეს, სავსებით შესაძლებელია, მართლაც იყოს ბოლო ჟამთან რაიმე კავშირში, თანაც ნუ დაგვავიწყდება რომ მთელ მსოფლიოში მძვინვარებს კატაკლიზმები.

-ამ ლოგიკით ბერძნული მითოლოგიის მოყვარული ალბათ იმას იტყოდა, რომ ციკლონი გამოიწვია პოსეიდონმა, რადგან ჩვენ ის განვარისხეთ.

- ბერძნული მითოლოგია თავისი ზევსით, ჰადესით თუ პოსეიდონით, არის წინარე სახე ქრისტიანული ეკლესიისა. ესაა სამ ნაწილად დაყოფილი არეალი. ზევსი-მთელი სამყაროს მფლობელი, ჰადესი- მიწისქვეშეთის, ხოლო პოსეიოდონი-წყლის. ჩვენი ღმერთი კი ყველაფერ ამას აერთიანებს.

- საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო 1991-92 წლებში. თქვენ ამასაც ბოლო ჟამს უკავშირებთ. რატომ?

- მე მიმაჩნია, რომ ის, რაც მოხდა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში არის მონაკვეთი, რომელსაც ქვია ჯვარცმისეული ეტაპი საქართველოში. დავით გურამიშვილს აქვს ასეთი ნათქვამი: "მერმე შინა აიშალენ, ძმა მოუდო ძმასა ყისტი. თავის თავსა ხმალი იდეს გულსა მოიხვედრეს ხიშტი" გურამიშვილი იქვე ამბობს "მათ ღმერთსა სცოდეს. ღმერთმა მათ, პასუხი უგო ცოდვისა" აქ მინიშნებაა, რომ რაღაც შეცოდება მოხდა ძმათა შორისო. სწორედ ამ შეცოდების არმონანიების გამო ღმერთმა ასეთი სასჯელი მოუვლინა საზღაურად. მეორედ მოსვლის წინარე დროის მონაკვეთი წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდ ნაწარმოებში, ბუნებრივია, კოდირებული ფორმით. მაგ. ნოსტრადამუსს აქვს ასეთი გამონათქვამი: "რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემს მიერ ნანახი ინფორმაცია, ვცდილობდი, მით უფრო ბუნდოვნად გადმომეცა" ანუ ის იმდენად შეძრული იყო ნანახით, რომ ცდილობდა ხალხისთვის ეს მიეწოდებინა დაშიფრულად, ასევეა დავით გურამიშვილიც და სხვა ყველა დიდი ნაწარმოების ავტორებიც, რომლებიც მათდა უნებურად გადმოგვცემენ ინფორმაციას, რომელიც მეორედ მოსვლას ეხება.

- ასევე მინდა გკითხოთ ბიძინა ივანიშვილის წერილზეც, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა წავიდეს პოლიტიკიდან... ამასაც ხომ არ აქვს კავშირი მეორედ მოსვლასთან?

- ის არის მართლაც კარგი პიროვნება. ეს ისეთი თემაა, რომელზეც ძალიან ვრცლად არის საჭირო საუბარი, ცაკლე ინტერვიუს თემაა, რადგან მისი განცხადება წასვლის შესახებ სწორედაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებაა ბოლო ჟამის მოახლოებაზე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)