ბრიტანელი პარლამენტარი: "პუტინი არის... ჩუკენი!" - კვირის პალიტრა

ბრიტანელი პარლამენტარი: "პუტინი არის... ჩუკენი!"

სწორედ ასე უწოდა რუსეთის ”ყოვლისშემძლე” პრეზიდენტს ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ტორების წარმომადგენელმა ჰენრი სმითმა საკუთარ ტვიტერ-ანგარიშზე. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ეს ეთიკურად არც თუ ისე სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავდა მის აზრს რუსეთის პრეზიდენტზე.

”Tosser-ი (მასტურბირებით გატაცებული ადამიანი, ინგ.) პუტინს ტვიტერზე ვუწოდე, აი უფრო პრესტიჟულ დაწესებულებებში კი, როგორიცაა თემთა პალატა, მე მას უბრალოდ აბსურდულ პერსონაჟად ვიხსენიებ ხოლმე. " - განაცხადა მან.

გავრცელებული ხმების თანახმად, ბრიტანელი პარლამენტარის აღშფოთება პუტინის პრესსპიკერის, პეშკოვის წინააღმდეგობრივმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ინგლისი ერთი პატარა კუნძულია, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს." მოგვიანებით დიმიტრი პეშკოვმა ეს განცხადება უარყო, თუმცა სმითის დაშოშმინებისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: "შეიძლება გეოგრაფიულად ჩვენ მართლაც კუნძული ვართ, მაგრამ ამ კუნძულის ეკონომიკა მთელ რუსეთის ეკონომიკას უდრის, ადამიანის უფლებებზე რომ არც ვისაუბროთ." - აცხადებს სმითი.