შექმენი ”იდეალური ქალი”! - კვირის პალიტრა

შექმენი ”იდეალური ქალი”!

პლასტიკურმა ქირურგმა დევიდ მეტლოკმა ”იდეალური ქალი” შექმნა და ცოლადაც შეირთო. მეტლოკი ვერონიკას 2007 წელს შეხვდა, რომელიც მშობიარობის შემდეგ კლინიკაში სხეულის ინტიმური ნაწილის საკორექციოდ მივიდა. ქირურგს პაციენტი ისე მოეწონა, რომ ”სრული სილამაზისთვის” სხვა კოსმეტიკურ ოპერაციებზეც დაითანხმა - გაუკეთა ნიკაპის, მკლავებისა და ბარძაყების ლიპოსაქცია, დუნდულების აჭიმვა, სახის კანი გადაუჭიმა, ბოტოქსი შეუშხაპუნა.

”თავიდან ისეთი რამისთვის მივედი, ექიმს თვალებში ვერ ვუყურებდი. ახლა კი ჟურნალიდან გადმოსული მოდელივით ვგრძნობ თავს”, - ამბობს 49 წლის ვერონიკა. საგულისხმოა, რომ მეტლოკი თავადაც მიისწრაფვის ”ფიზიკური სრულყოფილებისკენ” და რამდენიმე კოსმეტიკური ოპერაციაც გაიკეთა. ამჟამად ”იდეალური წყვილი” სხეულების სადემონსტრაციოდ კულტურისტების შეჯიბრებებშიც მონაწილეობს...