"სამოთხეში მოსახვედრად მორწმუნეობა არაა საჭირო" -რომის პაპი ათეისტებს თანადგომას უცხადებს
რომის პაპმა ფრანცისკმა საკუთარი პროგრესულობის დასამტკიცებლად მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. იტალიურ გაზეთ "ლა რეპუბლიკანაში" გამოქვეყნებულ მის ღია წერილში ნათქვამია, რომ ათეისტებიც შეიძლება მოხვდნენ სამოთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის არ სწამთ. პაპის განცხადებით, მაცხოვარი მათ ამას შეუნდობს, თუ ისინი ზოგადად საკუთარი სინდისის ხმას მიჰყვებიან და ღირსეულად იცხოვრებენ.
"თქვენ მე მეკითხებით - მიუტევებს თუ არა ქრისტიანების ღმერთი მათ, ვისაც არ სჯერა მისი არსებობა. მე გეტყვით თქვენ - და ეს არის ფუნდამენტალური ჭეშმარიტება - რომ ღვთის ლმობიერება იმდენად უსაზღვროა, რომ იგი მიუტევებს ნებისმიერს, ვინც მასთან წრფელი გულითა და კეთილი ზრახვით გამოცხადდება."
იტალიაში პაპის განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - კონსერვატორები მას რომის ეკლესიისთვის საფუძვლის შერყევის მცდელობაში ადანაშაულებენ, ლიბერალებს კი მიაჩნიათ, რომ ფრანცისკი პირველი პაპია, ვინც გაბედა და თანამედროვე სამყაროსა და ეკლესიას შორის აზრიანი დიალოგი წამოიწყო.