ანეკდოტები
- რა ქნა ამ სომხეთმა, ხედავ? ევრაზიულ კავშირში შევიდა!..
- ეჰ, ჩვენ რა გვეშველება, თორემ ეგენი ევრაზიულ კავშირშიც შევლენ, ევროკავშირშიც და ნატოშიც...
მამა შვილს:
- პლანს ეწევი, არა? ჩიტმა მომიტანა ამბავი!
- დაიცა, ტო... ჩიტს შენ ელაპარაკები და მე ვეწევი პლანს?
სვანი ბავშვი ეძახის დედას მთელი ნახევარი საათი:
- დედააააა!!!! დეეეეეეე!!! დედიკოოოოოოო! დედაააააა!!!!
- რა იყო შვილო?!
- ამოვიდე?!!!
- ამოდი, შვილო...
- აუ, ცოტა ხანი ვიქნები, რა...
მასწავლებელი ეუბნება მიხოს:
- მიხო, ხვალ სკოლაში მშობლის გარეშე არ დაგინახო მოსული!
- ზეგ, პატივცემულო?
მარო და თებრო ორღობეში მიდიან, უცებ მარო ფეხს ნეხვში ჩადგამს. თებრო ეუბნება:
- უი, ქა, ნეხვზე გამახსენდა, შენი მიხა როგორ არის?