პორნოგრაფია, პედოფილია და კანიბალიზმი - 40 წლის ბრიტანელი ბავშვების შეჭმას გეგმავდა - კვირის პალიტრა

პორნოგრაფია, პედოფილია და კანიბალიზმი - 40 წლის ბრიტანელი ბავშვების შეჭმას გეგმავდა

ბრიტანელს, რომელსაც ბავშვის შეჭმა ჰქონდა განზრახული, შეერთებული შტატების სასამართლომ 27 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 40 წლის ჯეფრი პორტვეი ბავშვის მოტაცებას და წამებას, შემდეგ კი მის შეჭმას გეგმავდა. პორტვეი ერთი წლის წინ დააკავეს, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევების გამოძიების მიმდინარეობისას. მის კომპიუტერში ბავშვთა პორნოგრაფია და მიმოწერა აღმოაჩინეს, სადაც ბავშვების შესაძლო მოტაცება, გაუპატიურება, წამება და კანიბალიზმის აქტები იყო განხილული. პორტვეის სახლის სარდაფში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ხმაგაუმტარი ოთახი იპოვნეს, რომელშიც გალია, ყასბის მაგიდა, დანების ნაკრები, ხელბორკილები და პატარა, 5-6 წლის ბავშვის ზომის ხელნაკეთი კუბო იდო. მიუხედავად მისი ადვოკატის მტკიცებისა, რომ ეს მხოლოდ პორტვეის "ინტერნეტ-ფანტაზია" იყო, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ამერიკაში სასჯელის მოხდის შემდეგ, მას დიდ ბრიტანეთში გადაიყვანენ.