ძალადობა თამაშებში და ზედმეტად მეგობრული ფილმები
GTA V-ში მის წინამორბედებისგან განსხვავებით სამი მთავარი პერსონაჟია, სამივე აგრესიული კრიმინალი თავის შავ საქმიანობას ამერიკის გამოგონილ ქალაქში ეწევიან (რომელიც ლოს ანჯელეს ძალიან გავს). ძალადობით სავსე, შავი იუმორით გაჟღენთილი თამაში, როგორც თავად დეველოპერმა განაცხადა, “ყოვლისშემძლე დოლარის დევნის ისტორიაა”.
მაგრამ ერთ წუთით გადავდოთ გვერდზე ფანების მოლოდინი, კრიტიკოსების ქება, თამაშთან ასოცირებული სადავო მომენტები (წამების სცენები) და დავუკვირდეთ რას გვეუბნება GTA V თამაშების ინდუსტრიის დღევანდელ მდგომარეობაზე. თემები და სიტუაციები GTA V-ში უდავოდ ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი, თამაშის გამოსვლამდე ნათელი იყო რომ მას R რეიტინგს მისცემდნენ. მისი კონტროვერსიული კონტენტი რადიკალურად განსხვავდება წლის ყველაზე პოპულარული ფილმებისგან.
გადახედეთ 2013 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმებს : Iron Man 3, Despicable Me 2, Fast 6 და Monsters University. ყველა ამ ფილმმა უზარმაზარი თანხები მოუტანა სტუდიებს, თუმცა GTA V-ის “ზრდასრულ” სამყაროსთან საერთო არაფერი აქვთ. ისეთი ფილმებიც კი როგორიცაა World War Z თავის აპოკალიპტური თემის მიუხედავად არ ცდება 12 A რეიტინგს და თამაშთან შედარებით ნაკლებად სისხლიანია.
წლის ათ ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის ყველას 12 A რეიტინგი ან კიდევ უფრო ნაკლები აქვს. ყველას სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის თემატიკა გააჩნია, Fast 6 გარდა, თუცა ამ უკანასკნელმაც თავისი საკუთარი “ფენტეზი” სამყაროს შექმნა მოახერხა, მფრინავი ვინ დიზელით და ფიზიკის კანონის გარეთ მოქმედი მანქანებით. მსგავს სიტუაციაში ძნელია წარმოიდგინო პროდიუსერები, რომლებიც 265 მილიონ დოლარს (GTA V-ის სავარაულდო ბიუჯეტი) მხოლოდ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ფილმში ჩადებენ.
ამავე დროს წლის “მთავარ” თამაშებს არ ეშინიათ მრავალფეროვანი და ზრდასრულ აუდიტორიაზე გათვლილი თემების ”ექსპლოტაცია”. ამჟამად წლის მეორე ყველაზე გაყიდვადი თამაში ”The Last Of Us” საშინელებათა ჟანრის წარმომადგენელია, რომელიც ისეთ თემებს ეხება როგორც საყვარელი ადამიანების დაკარგვა და საკუთარი თავის გაწირვაა. თამაშს საიტნერესო პერსონაჟებისთვის და ისტორიისთვის აქებენ, ხშირად კი რეცენზიებში სიტყვა “შედევრი” ფიგურირებს. ასევე საინტერესოა Bioshock Infinity, რომელიც რასიზმის და ფანატიზმის თემებს განიხილავს და ასევე ცობილია მისი კომპელქსური ისტორიისთვის და კრეატიული დიზაინისთვის.
ზემოთ ნახსენები სამივე თამაში R რეიტინგის მფოლებელი არიან, თუმცა ეს მათ მაღალი შემოსავლის მიღებაში არ უშლით. მაშ, რატოა რომ 2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები ერთფეროვნებით და გაცილებით უფრო “მეგობრული” კონტენტით გამოირჩევნიან? შევეცდები პასუხი ორ ნაწილად ჩამოვაყალიბო:
ფული
12 A რეიტინგის მქონე კომიქსების ადაპტაციები და ოჯახური კომედიები უკანასკნელი წლებია ბოქ ოფისის დომინირებას ახდენენ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. მაგალითად ავიღოთ 1995 წელი, როდესაც მაყურებელს დიდი არჩევანი ქონდა ოჯახურ და უფრო ”სერიოზულ” ფილმებს შორის. Toy Story, Pocahontas, Casper და Jumanji-სთან ერთად დიდ ეკრანებზე შეგეძლოთ Die Hard With A Vengeance, Heat, Seven, და Apollo 13 ხილვა.
კინოინდუსტრიაში ცვლილებები ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად დაიწყო, როდესაც მსოფლიომ ისეთი ფრენჩაიზების დასაწყისი ნახა როგორიცაა Spider-Man, Harry Potter და Lord Of The Rings. 2000 წელს მოყოლებული დიდ ეკრანებზე ფაქტიურად მხოლოდ ასეთი “უზარმაზარი”, ეფექტებით დატვირთული და რაც მთავარია ყველას სასიამოვნოდ გათვლილი ფილმების ნახვა შეგვიძლია.
ფილმების ბიუჯეტი გაიბერა, შესაბამისად ჰოლივუდი იმ პროექტებში ახდენა ინვესტიციების გაკეთებას, რომლებიც რაც შეიძლება ფართო აუდიტორიებზე არის გათვლილი, ამიტომაც სისხლიან და მძაფრსიუჟეტიან ფილმებისთვის დამშვიდობება მოგვიწია. შეხედეთ როგორ შეიცვალა ჰოლივუდი 25 წლის განმავლობაში, ავიღოთ თუნდაც 1990 წლის საოცრად სისხლიანი Total Recall და შევადაროთ მის 2012 წლის PG 13 რეიტინგიან, კასტრირებულ ვერსიას.
ამავე დროს უნდა ითქვას, რომ საქმე შესაძლოა თავად მაყურებლის გემოვნების შეცვლაშიც იყოს, ბოლოს და ბოლოს სისხლიანი ფილმების გადაღებას სტუდიების დღესაც აგრძელებენ, თუმცა შემოსავლიანობით ისინი უფრო “მეგობრულ” ფილმებს ვერ უტოლდებიან. თუ გეიმიერებმა GTA V-ის მსგავსი თამაშს სიყვარულით დახვდნენ, ფილმების მაყურებელი 15 A რეიტინგიანი ექშიენით დატვირთული ფილმმა 2 guns უემოციო გამომეტყველებით დატოვა.
პასუხი შესაძლებელია თამაშებისა და ფილმების რეიტინგებში არსებულ განსხავებებში იმალებოდეს.
რეიტინგები
წლევანდელმა ტოპ თამაშებმა დაამტკიცეს რომ R რეიტინგი წარმატებაში დამაბრკოლებელი არ არის. Call of Duty ფრენჩაიზის მორიგი ინკარნაციის დაწყებული ახალი GTA V დამთავრებული, ვიდეოთამაშები 18-იანი რეიტინგებით მილიონობით დოლარს აგროვებენ.
ამ დროს კი ფილმების სამყაროში მეფობს ლოგიკური პრეზუმფცია, რაც უფრო დაბალია ფილმის სანახავად საჭირო ასაკი მით უფრო ფართო აუდიტორიას ნახავს მას. სტუდიები ისე აგრესიულად ცდილობენ 12 A სერტიფიკატების მიღებას, რომ ფილმების “დაჩეხვასაც” არ ერიდებიან. ამის ნათელი მაგალითი Taken 2 და A Good day to Die Hard-ია. ფილმები, რომლებიც აშკარად ზრდასრული აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი “მაკრატელის რამდენიმე მოძრაობით” 12 A რეიტინგამდე დაიყვანეს.
ამავე დროს თამაშები საკუთარ თავს რეიტინგებით არ იწუხებენ. GTA ფრენჩაიზი უკვე დიდიხანია ამორალური პერსონაჟებით და ძალადობრივი სიუჟეტებით გამოირჩევა, გამონაკლისი არც უკანასკნელია, რომელმაც დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია მაშ შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ თამაში წამების სცენა არის შესული.
თუმცა გაყიდვების რაოდენობა ნათლად აჩვენებს, რომ არც ეს სადავო მომენტები და არც 18-იანი რეიტინგი GTA წარმატებაზე უარყოფითად არ მოქმედებს. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ? ნუთუ მართალია იმ გამოკითხვების შედეგები, რომლებიც აჩვენებენ რამდენად ხშირად არის რეიტინგი იგნორირებული. ან მშობლებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც თავიანი ბავშვებისთვის ბრმად ყიდულობენ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ თამაშებს.
უდავოა, რომ ეს ფაქტორები გაყიდვებზე რაღაც მხრივ მაინც მოქმედებენ, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა რომ “მაყურებლის” გემოვნება შეიცვალა და ის ამჟამად ”ზრდასრულ” გართობისთვის და ისტორიისთვის ის დიდ ეკრანს აღარ მიმართავს. ასეთი თემები და წარმატებული დრამები სულ უფრო და უფრო ხშირად პატარა ეკრანებზე გვხდება, ამის ნათელი მაგალითი Breaking Bad-ია. თამამად შეიძლება ითქვას რომ ტელევიზიამ შეავსო ის ნაპრალი, რომელიც ჰოლივუდმა საშუალო ბიუჯეტიანი ფილმებზე უარის თქმით წარმოქმნა. დიდ ეკრანი ახლა მხოლოდ სამყაროს გადარჩენისთვის არის განკუთვნილი, რეალურმა, დრამატულმა ისტორიებმა კი სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლეს.
იგივე შეიძლება ითქვას თამაშებზეც. 80’ იანების და 90’ იანების ექშიენ ჟანრის მოყვარულებს თავისი ფულის დახარჯვა შესაძლოა კინოს ბილეთის მაგივრად ისეთ თამაშებზე ერჩინოთ როგორიც Call of Duty-ს ფრენჩაიზია.
GTA V მსგავსი თამაშებით გეიმინგ ინდუსტრია შედარებით ახალი მედიუმის საზღვრებს აფართოვებს. მასში რამდენიმე პერსონაჟით შეიძლება თამაში. ყველა მათგანს თავისი ისტორია და მსოფლხედველობა გააჩნია, რაც მას ისეთ სტრუქტურის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს რაც აქამდე მხოლოდ ნოველების, ფილმების და ტელევიზიების პრეროგატივა იყო. ზოგიერთი ამბობს, რომ ერთადერთი რაც GTA მსგავს თამაშებში იზიდავს ხალხს ძალადობა და ამორალური პერსონაჟებია, სიმართლის ნატამალი ამაშიც არის, თუმცა პერსონაჟების და ისტორიის მიზიდულობის გარეშე, ნუთუ შეძლებდა ეს ფრენჩაიზი ამხელა წარმატების მიღწევას?
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე თამაშების საუკეთესო წარმომადგენლები- იქნება ეს The Last Of Us, BioShock Infinite ან უახლესი GTA- 60 და 70 იანი “New Holywood”-ის ერას ასახავს. მაშინ რეჟისორების ახალმა თაობამ ინდუსტრიაში მანამდე არნახული თემები და ისტორიის მოყოლის მეთოდები შეიტანეს. მათ გაწიეს რისკები, დაარღვიეს წესები, გაბედეს და უარყვეს დოგმები. ეს იყო ერა რომელმაც მოგვიტანა Taxi Driver, The Godfather, Bonnie And Clyde და Dog Day Afternoon. ფილმები, რომლის მსგავსებს დიდ ეკრანზე დღეს ძნელად თუ წარმოვიდგენთ.
არ ვამბობ, რომ ჰოლივუდით შემოქმედება უკანასკნელი წლებია საერთოდ არაფრად ღირს-თუმცა როდესაც ყველაზე შემოსავლიან ფილმებს თამაშების ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებულ მრავალფეროვნებას ვადარებთ სახეზე საკმაოდ საინტერესო სურათი ჩნდება. შეიძლება იდაოთ არის თუ არა GTA V გეიმინგ ინდუსტრიის Taxi Driver-ი, თუმცა აშკარაა რომ მისი ისტორია “New Holywood”-ის და ისეთი კლასიკური ფილმების ზეგავლენით გაკეთდა როგორიც მაგალითად მაიკლ მანის Heat-ია.
გეიმინგ ინდუსტრიას საკუთარი პრობლემები გააჩნია- ჰოლივუდის მსგავსად ის პოლარიზებულია, თამაშებს რომლის გაკეთება მილიონობით დოლარი ჯდება და ინდი თამშებს შორის თითქმის სრული სიცარიელეა- მაგრამ იდნუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლები მუდამ ცდილობენ საზღვრების გარღვევას, მაშინ როდესაც კინოინდუსტრიამ ამაზე დიდი ხანია ხელი ჩაიქნია.