ქრისტე პირველი მიკრობლოგერი იყო - "ვატიკანში სულ გაგიჟდნენ?!"
რომის პაპის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა კულტურის საკითხებში არქიეპისკოპოსმა ჯანფრანკო რავაზიმ (Gianfranco Ravasi) განაცხადა, რომ იესო ქრისტე ისტორიაში პირველი მიკრობლოგერია. ამის შესახებ გაზეთი Le Soir წერს.
რავაზის თქმით, იესო ქრისტემ მოკლე, 45-ზე ნაკლები სიმბოლოს შემცველი ფრაზების გამოყენება Twitter-ის გაჩენამდე ბევრად ადრე დაიწყო. არქიეპისკოპოსმა მაგალითად მოიყვანა ქრისტეს სიტყვები - "გიყვარდეთ ერთმანეთი".