არიან თუ არა საქართველოში მონები? - "საპატიო" 50-ე ადგილი Global Slavery Index-ში
მონობის გლობალური ინდექსი (Global Slavery Index) ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც ასახულია თუ რა მდგომარეობაა თანამედროვე მსოფლიოში მონობის მხრივ. უშუალოდ მონური შრომის გარდა, გამოკითხვისას გათვალისწინებული იქნა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება და ტრეფიკინგი. საქართველო რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებს. გამოკითხვის მიხედვით, ჩვენზე ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში, ოდნავ უარესი რუსეთში, საგრძნობლად უკეთესი კი ავღანეთში(!), ირანში (!!) და ერაყში (!!!). რეიტინგში პირველი ადგილი მავრიტანიამ დაიკავა, მეორე ჰაიტიმ, მესამე კი პაკისტანმა, თუმცა დამონებული ადამიანების უშუალო რაოდენობით ინდოეთი და ჩინეთი ლიდერობენ.