18 წლის სალომე დუნდუას კვალს მიაგნეს!!! (ექსკლუზივი)
18 წლის სალომე დუნდუას, რომელიც სამტრედიის სოფელ მარნიდანაა, რამდენიმე დღის. განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. სალომეს ჰყავს მეუღლე და 2 წლის ვაჟი. უშედეგო ძებნის შემდეგ მეუღლემ სალომესგან მესიჯი მიიღო, რომ ის ბათუმში იმყოფება ბიოლოგიურ დედასთან და შვილთან დაბრუნებას არ აპირებს. ნანა გიორგაძე (სალომე დუნდუას დედამთილი): ”ის ნაშვილები ჰყავდათ თავის მშობლებს, დიდი გოგო იყო, როცა გაიგო ამის შესახებ. კომპიუტერით მოძებნა თურმე თავისი ნამდვილი დედა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, მან გადაიბირა ჩემი რძალი და ამიტომ წავიდა სახლიდან. მოგვწერა მესიჯი თავის ადგილსამყოფელის შესახებ, მე მწერდა: ასე გადავწყვიტე და ვიცი, გიორგის დედასავით მოუვლიო. რატომ გააკეთა ეს არ ვიცი”.