"შესაძლოა, მძიმე შედეგები მივიღოთ" - როგორ ებრძვიან საქართველოში კლონირებას - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, მძიმე შედეგები მივიღოთ" - როგორ ებრძვიან საქართველოში კლონირებას

ამონარიდი გაზეთ ”ყველა სიახლედან”:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი - ”ადამიანის მსგავსი არსების შექმნა”, რომელიც თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით ისჯება, ცოტა არ იყოს, აბსურდული და სახალისო ჩანს. მისით დაინტერესებულ პირს აუცილებლად დასჭირდება გამოცდილი იურისტის განმარტება იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს ”ადამიანის მსგავსი არსება”. ფაქტია, რომ ამ მუხლით დასჯილი დღემდე არავის უნახავს და, როგორც ვარაუდობენ, ვერც მომავალში ვნახავთ, თუმცა იურისტი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ”აღნიშნული კანონი სულაც არ არის უცნაური და გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში სამეცნიერო კვლევების დონეზე კლონირება აქაც დაინერგოს”.

შალვა შავგულიძე:

- სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლი ”გენური მანიპულაცია, ანუ ადამიანის მსგავსი არსების შექმნა”, კლონირებას გულისხმობს. გენური მანიპულაციები აკრძალულია როგორც საერთაშორისო ნორმებით, ისე ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობით, ამ ნორმით, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ის სოციალური ურთიერთობები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის წარმოშობისა და განვითარების გენეტიკურ კანონზომიერებას. გენეტიკური გამოკვლევები მხოლოდ სამედიცინო მიზნით დაიშვება, რათა დადგინდეს გენეტიკაში ამა თუ იმ დაავადების ხასიათი და შემუშავდეს მისი მკურნალობის მეთოდი და არა ის, რომ გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით, ანუ უჯრედის მეშვეობით, შეიქმნას ადამიანის მსგავსი არსება.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.