გიორგი ქადაგიძე - ქართველი ერი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი ერია
საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე აღინიშნება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წელს უკვე მეორედ აღნიშნავენ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დაზოგვის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართველი ერი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი ერია.
მისი თქმით, ყველაფერი მარტივად იწყება, როდესაც მომხმარებელი განვადებით იძენს ძვირადღირებულ ტელეფონს, რასაც შემდგომ საკრედიტო ბარათი ემატება.
"ამას შემდგომ ემატება ერთ დღეში სესხის დამტკიცების და ზაფხულში შვებულების კარგად გატარების შეთავაზება. შემდეგ მომხმარებელი იღებს მეორე საკრედიტო ბარათს, იმისთვის, რომ გადაფაროს პირველი და საბოლოო ჯამში, აღმოაჩენს, რომ რამდენიმე საკრედიტო ბარათი და რამდენიმე სესხი აქვს, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის მომხმარებელი ყველა სხვა სესხის გადასაფარად იღებს დიდ სესხს და იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას. ამას მარტივად შეგვიძლია დავარქვათ საკრედიტო მახე, რაც მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა", - განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, განვითარებული სამყარო ამ პრობლემას განათლების ამაღლებით და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირებულობით ებრძვის.
"მხოლოდ ინფორმირებული მომხმარებელი იღებს სწორ გადაწყვეტილებას და არის სასარგებლო როგორც კომერციულიო ბანკის, ისე საკუთარი თავისთვის. ამ მიმარეთულებით კმაყოფილი ვარ იმ თანამშრომლობის დონით, რომელიც გვაქვს კომერციულ ბანკებთან. ერთი მხრივ, კომერციული ბანკის უპირველესი ვალდებულოებაა კეთილსინდისიერად მოემსახუროს მომხმარებელს, მაგრამ მომხმარებელიც ვალდებულია, პასუხისმგებლობა აიღოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კარგად წაიკითხოს ხელშეკრულება და კარგად დაგეგმოს საკუთარი ფინანსური რესურსი", - აღნიშნა ქადაგიძემ.
”ინტერპრესნიუსი”
იხ. ვრცლად