საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა
საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ Georgian Royal House-ის Facebook გვერდი იუწყება და ცერემონიის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
"2013 წლის 31 ოქტომბერს, დარეჯანის სასახლეში, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, მისმა სამეფო უმაღლესობამ, ბატონიშვილმა ნუგზარმა ქველმოქმედ ლევან ვასაძეს მიანიჭა საქართველოს სამეფოს გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდის წოდება. ცერემონიალს ესწრებოდა ბატონიშვილი ანა, სამეფო ოჯახის წევრები, კანცლერი კახა ქორიძე და ორდენის კავალრები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად", - იუწყება საქართველოს სამეფო სახლის Facebook გვერდი.