ალეკო ელისაშვილი: ”ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა, საჯარო სამსახურზედა”
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების განმავლობაში მუდმივად განხილვის თემა იყო პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები, რომლებშიც პატიმრები ხშირად შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ხვდებოდნენ. რა იქნება ამჯერად, რის შეცვლა იგეგმება ამ პროცესში და როდის წარუდგენს ახალი კომისია პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სიებს? - ამ საკითხებზე გვესაუბრება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
- ალეკო, ჟურნალისტიკას ადვილად შეელიე?
- არა, ბატონო, საერთოდ არ შეველიე. ჩემი პირობა იყო, რომ სამსახურში უნდა დავრჩენილიყავი. ასე რომ, მუშაობას ტელეკომპანია ”კავკასიაშიც” ვაგრძელებ და ”ტფილისის ჰამქარშიც”. ეს არ არის საჯარო სამსახური, მე საჯარო მოხელე არ ვხდები. ჩემი პირობა იყო, რომ ჟურნალისტიკისთვის თავი არ უნდა დამენებებინა, ისინი დამთანხმდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დავთანხმდი ამგვარ წინადადებას. მიმაჩნია, რომ სამუშაო ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა.
- წინა ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდი. საინტერესოა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რაიმე მსგავს წინანდადებას თუ ელოდი?
- არა, არ ველოდი, თანაც არანაირ სხვა სახელმწიფო თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, ჩემგან საჯარო მოხელე არ დადგება. მე ჩემი საქმე მიყვარს, ჩემს ”ამქარზე” ჭკუას ვკარგავ. მოკლედ, ”ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა, საჯარო სამსახურზედა ”.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში