ხორვატიაში ანტი-გეი რეფერენდუმი ჩაატარეს - კვირის პალიტრა

ხორვატიაში ანტი-გეი რეფერენდუმი ჩაატარეს

ხორვატიაში, სადაც კათოლიკური ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და სანდო ინსტიტუტად მიიჩნევა, რეფერენდუმის შედეგად, გაირკვა,რომ გამოკითხულთა 66 პროცენტს სურს, ერთსქესიანი ქორწინება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს. რეფენდუმის ინიციატორმა, საინიციატივო ჯგუფმა "ოჯახის სახელით" 760000 ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, რომელთა პატრონებიც თვლიან, რომ ქორწინება კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირდეს, როგორც კავშირი მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.

რეფერენდუმის შედეგად, ამ საკითხის განხილვა ხორვატიის პარლამენტშიც მოუწევს. მემარცხენე მთავრობა ამ იდეას ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციად მიიჩნევს (პრემიერ ზორან მილინოვიჩის განცხადებით, ეს არის გულსატკენი და უაზრო წამოწყება), კონსერვატიული ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა რეფერენდუმის შედეგები საპარლამენტო კენჭისყრითაც განმტკიცდეს.

ამგვარად, ხორვატია, რომელიც ევროკავშირში სულ ახლახანს გაწევრიანდა, იმ ევროპული ქვეყნების რიცხვს შეუერთდა(პოლონეთი, ბელორუსი, ბულგარეთი, მოლდოვა, მონტენეგრო და სერბეთი), სადაც არ მალავენ ნეგატიურ დამოკიდებულებას ჰომოსექსუალიზმის მიმართ.