The Economist: უკრაინა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დათანხმდა - კვირის პალიტრა

The Economist: უკრაინა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დათანხმდა

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც გუშინ სოჭში გაიმართა, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე, - ნათქვამია ჟურნალ The Economist-ის უფროსი რედაქტორის, ედვარდ ლუკასის "ტვიტერის "პირად გვერდზე.

ედვარდ ლუკასის ინფორმაციით, სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკრაინას 5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, ხოლო გაზის შესყიდვის ფასი, 500 აშშ დოლარის ნაცვლად, 200 აშშ დოლარი იქნება.

როგორც ლუკასი წერს, ამ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა.