ნონა გაფრინდაშვილი: რაინდია თუ მანდილოსანი, ორდენი ორდენია რა!
საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება საზოგადოების კიდევ რამდენიმე ცნობილ წარმომადგენელს მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია სამეფო ოჯახის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"სამეფო ორდენის დიდი ოფიცრის კავალრობა მიენიჭა 1996-2003 წლებში საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი შერვაშიძესა და ცნობილ ქართველ მწერალსა და ფილოლოგს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ლაშა თაბუკაშვილს.
საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ქვეყნის წინაშე მრავალგზის დამსახურებებისა და ღვაწლის დაფასების მიზნით, საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიანიჭა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და მსოფლიოში პირველ დიდ მაგისტრ ქალბატონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს."
"კვირის პალიტრა" ახლად შემდგარ რაინდებსა და მანდილოსნებს ესაუბრა.
ნონა გაფრინდაშვილი:
- მათ გადმომცეს თავიანთი სამეფო ორდენი, ასე ვთქვათ რაინდული ორდენი, წოდება. ჯერ-ჯერობით ამ ორდენს არ აქვს არავითარი დატვირთვა, უბრალოდ ესაა საპატიო ჯილდო.
- სამეფო კარმა თქვენ რაინდის წოდება გადმოგცათ თუ მანდილოსნის?
- მე გადმომცეს ბაგრატიონების სახლის სამეფო ორდენი. ეს ორდენი სხვებმაც მიიღეს და ყველას ერთნაირი ორდენები გვაქვს და ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს სახელს. რაინდია თუ მანდილოსანი, ორდენი ორდენია, რა.
- თქვენთვის რას ნიშნავს, რომ სამეფო კარმა ამ ორდენის ღირსად ჩაგთვალათ?
- არაფერი, უბრალოდ პატივია. ამ ფორმით გამოხატეს საკუთარი პატივისცემა და უარს ხომ არ ვეტყოდი?
- თქვენ ხართ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური თანამებრძოლი და მან თუ მოგილოცათ ეს ორდენი?
- ისე ამბობთ თანამებრძოლს, რომ თითქოს სულ ერთად ვიყოთ მე და ქალბატონი ნინო, არადა, რამდენი ხანია, საერთოდ თვალითაც არ მინახავს. უკვე რამდენიმე დღეა ავად ვარ და სახლიდან ვერ გავდივარ.
-თუ ავად ხართ,ორდენი როგორ გადმოგცეს?
- ზუსტად ეს ორდენი რომ გადმომცეს, მეორე დღეს გავხდი ავად.
- გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
- დიდი მადლობა, სხვათა შორის, მე არ ვარ პირველი ქალი, ვისაც ბაგრატიონებმა ორდენი გადასცეს...
სტატიის სრული ვერსია გამოქვეყნდება ხვალ, 11 დეკემბერს.