"შესაძლოა, ისე იქცეოდე, რომ შენს მარხვას აზრის არ ჰქონდეს" - როდის გვექცევა მარხვა სასჯელად - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ისე იქცეოდე, რომ შენს მარხვას აზრის არ ჰქონდეს" - როდის გვექცევა მარხვა სასჯელად

დასაშვებია თუ არა მარხვის დროს ხორციელი კავშირი მეუღლეებს შორის?

"ცოლ-ქმრის ოთახში ხატები არ უნდა იყოს, იქ შეიძლება იყოს ჯვარი"

შობის მარხვას, რომელიც ნოემბრის ბოლო დღეებში იწყება და 7 იანვრამდე გრძელდება, მართლმადიდებელი ქრისტიანები გამორჩეული კრძალვითა და სიყვარულით ინახავენ: ამ დროს მხოლოდ სამარხვო საკვებს იღებენ და მცირე, თუ დიდი ცოდვებისაგან თავს იკავებენ. დასაშვებია თუ არა მარხვის დროს ხორციელი კავშირი მეუღლეებს შორის? - ამ კითხვაზე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლაზარე დულუზაური გვიპასუხებს:

- უნდა ვაღიარო, რომ ამ შეკითხვით მართლაც ბევრი მოგვმართავს. ხორციელი კავშირის აკრძალვა შეიძლება დამაბრკოლებელიც კი აღმოჩნდეს ეკლესიაში ახლად მოსული ადამიანისათვის, ყველაფერი ერთბაშად რომ ავუკრძალოთ, შეიძლება მან საერთოდ გადაიფიქროს ეკლესიაში სიარული, ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ და ვეუბნებით: მოერიდეთ ფიზიკურ ურთიერთობებს ოთხშაბათს და პარასკევს, ზიარების წინ და ზიარების შემდეგ დღეებში-თქო. თუ ადამიანი არ არის დიდი ხნის მრევლი და არა აქვს იმდენი სულიერება, ასეთი გამონაკლისის დაშვება შეიძლება, თუმცა, წესით, თუ მარხვას იცავ, უნდა დაიცვა როგორც სულიერად, ასევე ხორციელადაც. ადამიანი მარხვაში უნდა გლოვობდეს და თავის სურვილებზე უარის თქმაც უნდა შეეძლოს. ამგვარი გამონაკლისები დასაშვებია, როცა ადამიანს ახალი დაწყებული აქვს მარხვაც და ეკლესიური ცხოვრებაც.

- მამა ლაზარე, ალბათ მსგავსი გამონაკლისი დასაშვებია მაშინაც, როცა მეუღლეებს შორის ერთი მარხულობს, მეორე კი - არა.

- დიახ, განსაკუთრებით მაშინ ვაძლევთ ასეთ კურთხევას, როდესაც ერთ-ერთი მარხულობს, მაგრამ შეიძლება ორივე მარხულობდეს და ადამიანის უძლურების გამო მოძღვარმა მაინც დაუშვას გამონაკლისი. ჩვენს მრევლს ვერ მოვთხოვთ, შეასრულოს ის, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება, ადამიანი რა სიმძიმის აწევასაც შეძლებს, იმას უნდა შეეჭიდოს. მოძღვარმა ხომ იცის რა სულიერება აქვთ მის სულიერ შვილებს და ამის მიხედვით მოითხოვს მათგან მცნებების შესრულებას. შეიძლება დიდი ხნის მრევლიც იყოს, შეიძლება ორივე ცოლ-ქმარი ეკლესიური იყოს, მაგრამ მათი მდგომარეობის მიხედვით მოძღვარმა ეს გამონაკლისი მაინც დაუშვას. ეკლესია ითვალისწინებს ჩვენს სისუსტეს და ცდილობს ყველა ადამიანს ინდივიდუალურად მიუდგეს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: შეიძლება მთელი მარხვის განმავლობაში თავს იცავდე, მაგრამ ყველას განიკითხავდე, ბრაზობდე და ოჯახის წევრებსაც ისეთ დღეში აგდებდე, რომ შენს მარხვას აზრი აღარც ჰქონდეს, შესაძლოა იმრუშო, ან სხვა რამ დააშავო...

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.