"დააკვირდით, როგორ მოძრაობდა ბარამიძე, მის მისი საზიზღარ ჟესტიკულაციას და ყველაფერს მიხვდებით""უკრაინა კი არა, კამპუჩია და ჩილე რომ იყოს, თუ იქ ადამიანები იჩაგრებიან, ნორმალური ადამიანი ყველას გვერდში უნდა დაუდგეს"" იქ იჩაგრებიან უკრაინელები და აქ ქართველები არა?..""ცალმხრივი დემოკრატია მე არ ვიცი. თუ ესენი დაგმობენ 26 მაისის და 7 ნოემბრის დარბევებს, კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი, მერე დაგმონ უკრაინაც. თუ დააკვირდით, როგორ მოძრაობდა გია ბარამიძე, ყველაფერს მიხვდებით, რამ გამომიყვანა მოთმინებიდან. მე ამან გამაღიზიანა და ნახეთ, რაც მოხდა. მე საზოგადოებას, ქართველებს და ჩვენს ამომრჩეველს ვუხდი ბოდიშს, თორემ გია ბარამიძე უარესის ღირსი იყო" – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის კომენტირებისას.- აგიხსნით, ყვლაფერი საიდან დაიწყო, თუმცა პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ უკრაინა კი არა, კამპუჩია და ჩილე რომ იყოს, თუ იქ ადამიანები იჩაგრებიან, ნორმალური ადამიანი ყველას გვერდში უნდა დაუდგეს, მაგრამ როდესაც გამოდის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე სისხლშია გასვრილი, რომელმაც 7 ნოემბერი და 26 მაისი მოგვიწყო, ასეთი წარსულის მქონე ადამიანისგან, უკრაინელებზე გულისტკივილს ვერ მივიღებ... იმ დღეს სულ სხვა განცხადების გაკეთება მინდოდა და მისმა საქციელმა გამაღიზიანა. სანამ უშუალოდ ამაზე გადავიდოდე, მინდა ჩემს ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას და ზოგადად მაყურებელს მომხდარის გამო ბოდიში მოვუხადო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბოდიშს არ ვუხდი ბარამიძეს... იცით, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ?.. მისი საზიზღარი ჟესტიკულაცია, როდესაც მე სიტყვით გამოვდიოდი, დავინახე ბარამიძის საქციელი და მერწმუნეთ, ამას ნორმალური ადამიანი ვერ მოითმენდა...- ასეთს რას აკეთებდა?..- როგორ გითხრათ, ნახეთ, თითებს როგორ ატრალებდა. ეს კაცი თან უზრდელია და თან ვიცე-სპიკერია. იცით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიუხედავად, იმისა, რომ "კოალიციამ" ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ხალხში ნიჰილიზმი მაინც გაჩნდა და ამის მიზეზი გავრცელების საფუძველიც არსებობდა, - როდესაც "ნაციონალებმა" სპიკერად მკვლელი გიორგი ბარამიძე წარმოგვიდგინეს, ეს უკვე შეცდომა იყო. მე ხმა არ მიმიცია, მაგრამ სხვებმა ხომ მისცეს?.. ამ ერთი წლის განმავლობაში ბარამიძე მხრებში გაიშალა და გაიალაღა, ეტყობა, იფიქრა, ყველაფერი შემრჩაო. ხალხი კი გიჟდებოდა, ყოველდღე ისევ ამათ უზნეობას რომ უყურებდა. არადა, ბარამიძეს 400-500 ადამიანი ადებს ხელს, რომ სოფელი სისხლში აბანავა და ასეთი ადამიანი, პარლამენტში კი არ უნდა იჯდეს და გადაწყვეტილებებს კი არ უნდა იღებდეს, უნდა გასამართლდეს.- მან განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის...- კი ბატონო, აღიძრას მაშინ მის წინააღმდეგ საქმე და გასამართლდეს, იქნება და მართალია. ხომ არსებობს კადრებიც, გიჟი სააკაშვილი რომ იძახის, მე გავეცი სვანეთში სპეცოპერაციის შესრულების ბრძანებაო და ეს ბრძანება ვინ შეასრულა?.. - უმცირესობა ხშირად ამბობს, რომ უმრავლესობას უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოცხადებაში რუსეთის ფაქტორი გიშლით ხელს, რადგან მის ხსენებას ერიდებით...- იცით რა, უკრაინელებს სოლიდარობას გამოვუცხადებთ, ოღონდ "ნაციონალების" გარეშე, რადგან მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ. იმაზე "სწუხან", რომ იქ ხალხი იჩაგრება და ცუდი ამბები ხდება, 7 ნოემბრისა და 26 მაისის ამბების ავტორები ხმას როგორ იღებენ საერთოდ?.. იქ იჩაგრებიან უკრაინელები და აქ ქართველები არა?.. ვინ და საიდან მოიტანა, რომ მე რუსეთის ხსენებას ვერიდები, როცა საჭიროა, რუსეთსაც ვახსენებ, თურქეთსაც და ამერიკასაც. უკან არასდროს დამიხევია და არც ვიტოვებ უკან დასახევ გზას. რუსეთს რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რომ აქვს ოკუპირებული, ამას არასდროს დავმალავ ან როგორ უნდა დავმალო და მოვერიდო. მავთულხთარებს რომ აკეთებენ და ერთ ამბავში არიან, ამას მოვერიდები?.. უბრალოდ, მათსავით პოპულისტები არ ვართ ჩვენ. ახლაც, მათ ყოველ ნაბიჯსა და განცხადებაზე ხომ ნათლად ჩანს, რომ უბრალოდ ვერ არიან, რა უნდოდათ ხელისუფლებაში... ყველაფერი პიარზე აქვთ გათვლილი და აწყობილი და როგორ შეიძლება მათ რამეში შეედარო...- ბატონო სოსო, დაპირისპირება გაგრძელდა შესვების დროსაც. როგორ აპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას?..- ვნახოთ, გათენდება ხვალინდელი დღე...ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)