მერაბ მეტრეველი: "ის იყო vip-ი მთელი ბათუმის; ის იყო ჭიპი მთელი აჭარის..."
სრულიად აჭარის vip-ისა და შეთავსებით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ბატონ ავთანდილ ბერიძის ბოლოდროინდელ თავგადასავლებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეისბუქზე გონებამახვილური ლექსით გამოეხმაურა.
ის იყო vip-ი
მთელი ბათუმის;
ის იყო ჭიპი
მთელი აჭარის;
მას სურდა ჯიპი
უნდოდა ეგრძნო
რომ არის ტიპი
რომელსაც შვენის
ქართული ღიპი,
მაგრამ აუკრეს
სასწრაფოდ პირი
და დარჩა მარტო,
ვით მეფე ლირი,
ლირი უჯიპოდ მიტოვებული
- წერს მეტრეველი.