გოგა ხაინდრავა: "კარგი იქნებოდა, ჟვანიას მკვლელობის მონაწილე ბარამიძეს კიდევ მეტი მოხვედროდა"
"გამწვანების ისტორია სანდრას უკავშირდება. მამამისის ბიზნესი გახლდათ ჰოლანდიიდან ერთჯერადი ყვავილების შემოტანა "
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეწარმეო საქმიანობა-ში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგი-ლე კობა ხარშილაძე დააკავა. საქმე ეხება შპს "გრინსერვისის" საქმიანობას, რომელიც გამწვანების სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერებს პრივილეგირებულად იგებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართვე-ლოს" ინფორმაციით, "გრინსერვისს" მარტო 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით 17 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის ამ პერიოდში გა-დახდილი თანხა 4 მილიონ ლარს აღემატება. გვესაუბრება ექსსახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა:
- ამ გამწვანების ამბებში ექსპრეზიდენტის მეუღლეც იყო გარეული, მთელი ეს გამწვანების ისტორია სწორედ სანდრა რულოვსს უკავშირდება. მამამისის ბიზნესი გახლდათ ჰოლანდიიდან ერთჯერადი მოხმარების ყვავილების შემოტანა და ამაში მილიონობით ბიუჯეტის ფულის გადაყრა.
***
- პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი აფრასიძეების ოჯახის უბედურებაში გიორგი ბარამიძის დადანაშაულება გახდა. მუშტი-კრივის გამართვას ის არ ჯობია, პარლამენტარები ამგვარი საქმეების გამოძიებას შესაბა-მის სტრუქტურებს სთხოვდნენ?
- გეთანხმებით, ეს საქმე საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა შეისწავლონ. თუ ასე გაგრძელდა, ის, რაც პარლამენტში მოხდა, ქუჩაში გადაინაცვლებს და ბევრად უარეს შედეგებს მივიღებთ. ამგვარი ინციდენტები თითქმის ყველა ქვეყნის პარლამენტში ხდება, ეს ნამდვილად არ არის კარგი საყურებელი, მაგრამ არც დიდი უბედურებაა. ბარამიძე არის მკვლელობების იდეოლოგიის მებაირაღე, ზოგჯერ კი შემსრულებელიც იყო, როგორც ეს აფრასიძეების შემთხვევაში მოხდა. ეს იყო სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მკვლელობა, რომელსაც თავკაცობდა ბარამიძე. პრობლემა ის არის, დღესაც ამდენს რომ ბედავს, კვლავ დემაგოგობს და ამბობს, რომ დღესაც იმავეს იზამდა. ის დამნაშავეა ცხინვალის რეგიონში 2004 წლის ზაფხულში განხორციელებულ ავანტიურაშიც, ამის მომსწრე მე თვითონ ვარ. ბარამიძე ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მონაწილეც არის, არ ვამბობ, რომ მისი ხელით მოკვდა ზურა, მაგრამ დანაშაულის ამგვარი ბინძური ვერსიით შეფუთვა არანაკლები დანაშაულია. ჯაჭვლიანის ქცევა არ მიკვირს, მეტიც, გული დამწყდა, კარგი იქნებოდა, ბარამიძეს კიდევ მეტი მოხვედროდა, მაგრამ არა უშავს, სხვა დროს მოხვდება. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, გამოძიებამ და სასამართლომ გაარკვიონ მაგის ბრა-ლეულობა.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.