ობამა თავის ნაცვლად სოჭში ლესბოსელ სპორტსმენებს გააგზავნის
ობამას ნაცვლად სოჭის ოლიმპიადაზე ორი ჰომოსექსუალი სპორტსმენი გაემგზავრება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ობამას სოჭში ვიზიტის გაუქმების მიზეზად პრეზიდენტის დატვირთული გრაფიკი დაასახელა. მის ნაცვლად შეერთებული შტატების დელეგაციას ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ამერიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო უხელმძღვანელებს. სოჭში ჩავლენ აგრეთვე რუსეთში შტატების ელჩი მაიკლ მაკფოლი და პრეზიდენტის მრჩეველი რობ ნაბორსი.
გარდა ამისა ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში ორი სპორტსმენი შევა, რომლებმაც ღიად განაცხადეს თავიანთი არატრადიციული ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ. ესენი არიან ყოფილი ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი და ჰოკეისტი ქეთლინ კეჰოუ. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეი კარნის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში შეერთებული შტატების მოსახლეობა მთელი თავისი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი.