რობერტ სტურუა - იგემეთ ხალხის სიძულვილი! - კვირის პალიტრა

რობერტ სტურუა - იგემეთ ხალხის სიძულვილი!

"ხალხი დაიმონეთ, დედას უ****ვდით და ახლა ციურ ანგელოზებად გინდათ მოგვაჩვენოთ თავი. უიმე მერი სასამართლოში გამოიძახესო?"

"ფულები მოიპარეთ, გაიჭედეთ მაჩვებივით ოფშორის ლაყუჩები, ბრილიანტები ცოლებს, ჯიპები საყვარლებს და გამყიდველ მღდვლებს; ბინები პარიზში, ბერლინში, ლონდონებში, ვილები მაიამიში, სეიშელებზე, კოტდ'აზურზე საყვარელი დედის და ბებიკოს სახელზე გაიფორმეთ; იბუბნავეთ ასეც და ისეც, ქართველებს დასცინოდით, საქმიან ხალხს ციხეში ალპობდით, აწამებდით; ხალხი დაიმონეთ, დედას უ****ვდით და ახლა ციურ ანგელოზებად გინდათ მოგვაჩვენოთ თავი. უიმე მერი სასამართლოში გამოიძახესო?- აღშფოთნენ "დემოკრატები", ცხედრებთან რომ აწვენდნენ პატიმრებს. უიმე შობა მოვულოცეთ პოლიტიკურ პატიმარს და პოლიცია გვითვალთვალებდაო- აღშფოთდა თვალდახუჭული ნაცისტი, თვითონ რომ ციხეს უბედური პატიმრების დედებს არ აკარებდა; კარგით რა? თბილისურად რომ ვთქვათ, -ბნელა? წასულიყავით რა, დროზე! არა, გაგიტკბათ ხალხის წამება, ჰოდა იგემეთ ხალხის სიძულვილი!

პ.ს.

არ დაივიწყოთ ნიუნბერგი(თუ გაგიგიათ) იქ გაასამართლეს ფაშისტები და ნაცისტური პარტია...თქვენი ნიუნბერგიც მოახლოვდა... - წერს რეჟისორი რობერტ სტურუა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.