თამაზ თამაზაშვილი: "არაქართველი გია ნოდია თუ ხელში ჩამივარდა, მე ვიცი, რასაც ვუზამ"
რამდენიმე დღის წინ ექსპერტმა გია ნოდიამ ”ფეისბუკის” გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: ”ყოველი კილოგრამი გაყიდული კარტოფილიდან 50 თეთრი თამაზაშვილებთან მიდის თურმე, ნაღდი გავიგე... ძილი ნებისა, შობას გილოცავთ!”, ამ სტატუსს გაგრძელება მოჰყვა. მოგვიანებით გია ნოდიამ თავის ახალ სტატუსში განაცხადა, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო თამაზაშვილი ემუქრება. ამის დასამტკიცებლად თამაზაშვილისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების ტექსტი გამოაქვეყნა:
"ვაიმე, რა კარგი წერილი მივიღე ამ წუთში ლექსო თამაზაშვილისგან: "ამხელა კაცი რამ გამო...! მაგას თუ ვერ დაამტკიცებ ღირსი არ იქნები უკან გაგიკეთონ მთელი კარტოფილის მარაგიი?" (იგულისხმება ჩემი პოსტი, რომ თითო კილო გაყიდული კარტოფილიდან 50 თეთრი თამაზაშვილებთან მიაქვთ). იუმორის გრძნობასთან მგონი ნამეტანი მწყრალადაა თამაზაშვილების კლანი, მაგრამ ამ რეაგირებამ ცოტა დამაეჭვა: ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ... ჰა?", – წერს გია ნოდია.
ამ საკითხზე კომენტარი თამაზ თამაზაშვილსაც ვთხოვეთ, რომელიც გია ნოდიას ბრალდებამ ერთობ გააგულისა.
თამაზ თამაზაშვილი:
- არ ვიცი, ლექსომ რა მისწერა გია ნოდიას პასუხად, მაგრამ რასაც ნოდია ამბობს, სრული სისულელეა. რა კარტოფილი და 50 თეთრი? ესენი გიჟები ხომ არ არიან? რა კავშირი უნდა მქონდეს კარტოფილის ბიზნესთან? არანორმალურია, ავადმყოფია გია ნოდია. თავის ოჯახს მოუაროს მაგან. ეს კაცი გარეწარი და ავანტიურისტია, თუ ჩამივარდა ხელში, მე ვიცი, რას ვუზამ. არ შემხვდეს ჯობია... ეს არის მიზანმიმართული კამპანია, თუ ვერ დამიმტკიცებს ამას, კარტოფილებს შევტენი უკან! ზუსტად ისე დაწერეთ, როგორც გეუბნებით. რა უნდათ საერთოდ თამაზაშვილთან? რით ვერ ისვენებენ ეს "ნაციონალები"? არ ყოფნით, რა დღეში ჩამაგდეს? უნდათ გამაღიზიანონ და იგონებენ რაღაცეებს ახლა. საიდან მოიგონეს ეს სისულელე, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ან ჩემს შვილთან, ლექსოსთან რა უნდათ. იცით რას გეტყვით, თავის ცოლს მოუაროს ნოდიამ. მაგის ცოლმა არჩევნების დროს ასეთი სისულელე თქვა: თამაზაშვილებმა გამოიბანონ..., არჩევნები ჩვენ უნდა მოვიგოთო. ქალი რომ ამას იტყვის, რა უნდა უქნა? თავის ვითომ ოჯახს მიხედოს არაქართველმა ნოდიამ, მაგან ჩემზე რა უნდა ილაპარაკოს? სიბინძურეებს თავი დაანებოს, ურჩევნია.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)