გვაჩვენე შენი მეკვლე – ”კუჩხი ბედინერი”! - კვირის პალიტრა

გვაჩვენე შენი მეკვლე – ”კუჩხი ბედინერი”!

რამდენიმე დღის წინ ჩვენ გაცნობეთ, რომ პალიტრა მედია და Scoopshot-ი გაძლევთ საშუალებას, მონაწილეობა მიიღოთ ახალი ამბების შექმნაში. ყველას, ვისაც სმარტფონი აქვს, საკუთარი გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის გაყიდვა შეუძლია. თქვენ უკვე მიიღეთ პირველი დავალება ambebi.ge-სგან, დღეს კი კვირის პალიტრა გთავაზობთ მორიგ დავალებას: ”გვაჩვენე შენი მეკვლე” -გადაუღეთ თქვენს ფეხბედნიერ მეკვლეებს სურათი და გამოგვიგზავნეთ scoopshot-ს აპლიკაციის საშუალებით. ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ფოტოებიდან ჩვენ შევარჩევთ და შევიძენთ რამდენიმე საუკეთესოს . ველით თქვენს ჩართულობას.