დათო ტურაშვილი: "ილიაუნის" პრემიას მაინც არ მომცემენ, გიგი თევზაძე თვითონ განაგებს მაგ ფულს" - კვირის პალიტრა

დათო ტურაშვილი: "ილიაუნის" პრემიას მაინც არ მომცემენ, გიგი თევზაძე თვითონ განაგებს მაგ ფულს"

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

- გზა, რომლითაც წიგნი მკითხველამდე უნდა მივიდეს, მაინც ჩაკეტილია - ნაცნობ-მეგობრობა, კლანური ურთიერთობები, აბსოლუტური გულგრილობა, რომელიც შევნიშნე ყველა ლიტერატურულ კონკურსზე, რომელიც შევნიშნე ჩვენს წინა (სააკაშვილის დროინდელ) და ახალ კულტურის სამინისტროებს, მწერალს სრულ იზოლაციასა და სასოწარკვეთაში ტოვებს. მოდი ვიყვიროთ, ეგებ ვინმეს გავაგონოთ?

დათო ტურაშვილი, მწერალი:

- სრულიად გახსნილ სამყაროშიც რომ ცხოვრობდეს, მწერალი ისედაც იზოლირებული და ჩაკეტილი შეიძლება იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, რასაც შექმნის, სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი საშუალება სამყაროს გასახსნელად. ფრონტიტი მაქვს და ექიმმა ამას წინათ სინუფორტე დამინიშნა - ძალიან ეფექტურია და ცხვირს გაგიხსნისო; ტვინის "გასახსნელად" კი ყველაზე ეფექტური, წიგნი და ლიტერატურაა. რაც შეეხება კლანურობას: თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში ჩემთვის სრულიად მიუღებელია შეზღუდვები და ჩარჩოები. ყველაზე მთავარი სარგებელი, რაც ლიტერატურას მოაქვს, მაინც თავისუფლებაა, თავისუფალი ადამიანი კი შეუძლებელია, რომელიმე კლანს, სექტას ან პარტიას წარმოადგენდეს. ხოლო კონკურსებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ობიექტური ჟიური არსად არ არსებობს, რადგან ნებისმიერი ჟიური ადამიანებისაგან შედგება, ადამიანი კი სუბიექტურია და თუ კონკრეტულად "ილიაუნის" პრემიას გულისხმობ, აქაც გავმეორდები: ზუსტად ვიცი, ამ პრემიას მე არასოდეს მომცემენ. პრეტენზიაც არასოდეს მექნება, რადგან იმ ფულს თავად განაგებს გიგი თევზაძე და ვისაც უნდა, იმას მისცემს. ერთადერთი გამოსავალიც ის მრჩება, რომ ფსევდონიმით დავწერო რომელიმე წიგნი.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.