ირანში "ჩეთაობა" აკრძალეს - კვირის პალიტრა

ირანში "ჩეთაობა" აკრძალეს

ირანში, რელიგიური მოსაზრებების გამო, არანათესავებს შორის ონლაინ საუბრები აკრძალეს. ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის აზრით, ინტერნეტში ჭორაობა არანათესავებს შორის ამორალურია და შავბნელ მიზნებს, მათ შორის საზოგადოების გარყვნას ემსახურება. განსაკუთრებით მკაცრი ეს რელიგიური ედიქტი იმ ქალების მიმართ იქნება, ვინც ინტერნეტს მამაკაცების გაცნობის მიზნით მიმართავს. აიათოლას განცხადების შემდეგ, ქვეყანაში შეიზღუდა სოციალური ქსელებით, მათ შორის "ფეისბუქითა" და "ტვიტერით" სარგებლობა სარგებლობა.

ირანის ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა ბრიტანულ "გარდიანში" გამოქვეყნებული წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანს უფლება აქვს, ნაშვილები გოგონა 13 წლის ასაკში ცოლად მოიყვანოს, ონლაინ-ჩეთინგის ამორალურობაზე საუბარი სასაცილოა.