რატომ ეგონათ თბილისში ჩამოსული დე ნირო სომეხი არტაშა - კვირის პალიტრა

რატომ ეგონათ თბილისში ჩამოსული დე ნირო სომეხი არტაშა

ამონარიდი:

- ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო 1986 წელს თბილისს ეწვია. თან ახლდნენ ქალიშვილი ბოიფრენდითურთ და ვაჟი. ერთ დილას გასასეირნებლად სასტუმრო "მეტეხიდან" ავლაბარში დაეშვა ფეხით, მარტო. მერე მახლობელ პარკში სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალი მიადევნა საქმეზე მიმავალ ავლაბრელებს. ეგონა, გარს შემომეხვევიან, ტაშს დამიკრავენო, მაგრამ ზედაც არავინ შეხედა.

ნაწყენმა თანმხლებს და მეგზურად მიმაგრებულ მწერალ რეზო თაბუკაშვილს შესჩივლა, - ქართველები ვერ მცნობენო. რეზოს ჩაეღიმა, - შე კაცო, ავლაბარში რომ გამოიჭიმე, ვინ გიცნობდა, ყველას სომეხი არტაშა ეგონებოდიო.