პრემიერის გულისამაჩუყებელი წერილი პატარა გუდამაყრელს - კვირის პალიტრა

პრემიერის გულისამაჩუყებელი წერილი პატარა გუდამაყრელს

გუდამაყრის რაიონის სოფელ მაქართის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს, ბაჩო წიკლაურს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გულისამაჩუყებელი წერილით მიმართავს. გთავაზობთ წერილის ტექსტს:

”ბაჩო!

ჩვენო პატარა ვაჟკაცო! მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე ყავს - ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი.

კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფითა და რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით უკვე ემსახურები სამშობლოს. სწორედ შენ და შენი ოჯახი იცავთ ჩვენს ქვეყანას. თქვენნაირი ადამიანების მხრებზე იდგა და დღემდე მოვიდა საქართველო. მადლობა თქვენ ამისთვის!

ბევრ სიხარულს და ნატვრის ასრულებას, სამშობლოს აყვავებას და ძლიერებას გისურვებ, ჩვენო სასახელო პატარა ვაჟკაცო, სამშობლოს ერთგულო მცველო!”

ირაკლი ღარიბაშვილი

ასევე იხილეთ: გუდამაყრელ "უფლისწულს" საკუთარი სკოლა აქვს