"ხალხი გულგატეხილია ოპოზიციის ლიდერების უნებისყოფობით" - როგორ გრძნობენ თავს ევრომაიდანზე
"იანუკოვიჩი ვადამდე არჩევნების ჩატარებას არასდროს დათანხმდება - ასეთია კრემლში მისი პატრონის ნება"
"სიტუაციის მართვა რადიკალებმა იწყეს"
უკრაინაში მიმდინარე რთულ და დაძაბულ პროცესებზე, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ჟურნალისტი, უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ოლგა გერასიმუკი გვესაუბრება.
- კიევში განვითარებული დრამატული მოვლენები, არეულობა იმის შედეგია, რომ ხელისუფლებას არ უნდა ხალხის ნებას, მოთხოვნებს დაჰყვეს. 2-თვიანი უპრეცედენტო პროტესტის მიუხედავად, არ განიხილავს მას დიალოგის მხარედ. ბოლო წვეთად კი მანიფესტაციების ჩატარების წესზე დიქტატორული კანონის მიღება და მასზე იანუკოვიჩის ხელმოწერა იქცა; ამის შემდეგ კი მაიდანზე გამართულ სახალხო კრებაზე, ვეჩეზე, ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს მოქმედების კონკრეტული გეგმა ვერ შესთავაზეს და სიტუაციის მართვა რადიკალებმა იწყეს; ხალხი გულგატეხილია ოპოზიციის ლიდერების უნებისყოფობით, გამოჩნდა, რომ მათ მოქმედების სტრატეგია არ აქვთ; ხალხი მიხვდა, რომ მათ შორის ერთიანობა არ არის, პოლიტიკოსებმა კიევის ქუჩებში ნახევარი მილიონი ადამიანის გამოსვლა თავიანთი პოზიციის გასამყარებლად გამოყენებაც ვერ შეძლეს, ამჟამად მდგომარეობა კიევში კვლავ დაძაბული და სახიფათოა, ქუჩებში ლოკალური შეტაკებები გრძელდება... ამ წელს იმდენი ჟურნალისტი სცემეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რამდენიც არასდროს.. მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკრაინა რუსეთი არ არის და სცენარი, რომელიც რუსეთში მზადდება, აქ სამართლიან პროტესტს და დაპირისპირებას იწვევს, ჩვენ უკვე შევიგრძენით თავისუფლების გემო; პრეზიდენტი იანუკოვიჩი კი თავის ხალხს არ იცნობს, ვერ ხვდება, რომ ზეწოლა პროტესტს უფრო აძლიერებს. თუ ასე გაგრძელდა, უკრაინა შეიძლება დაანაწევრონ, დაშალონ.
- თქვენი აზრით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული დიალოგი თუ გამოიღებს შედეგს?
- თუნდაც ის, რომ იანუკოვიჩმა მთავარ მომლაპარაკებლად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კლუევი დანიშნა, რომელიც დემონსტრაციის დარბევაშია ეჭვმიტანილი, მაფიქრებინებს, რომ დიალოგი უშედეგო აღმოჩნდება; იანუკოვიჩი ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არასდროს დათანხმდება და ეს გასაგებიცაა - ასეთია კრემლში მისი პატრონის ნება.
სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ამ კვირის ნომერში.