საინტერესო ამბავი თამარ ჩერგოლეიშვილისგან
”გადაწყდა რომ ტექდათვალიერება აღადგინონ.
სანამ რამეს დავწერ, ვიტყვი, რომ მინდა ყველამ ისუნთქოს სუფთა ჰაერი, იყოს მდიდარი, ახალგაზრდა, ჭკვიანი და ლამაზი, მაგრამ სურვილი ერთია, რეალობა სხვა.
ახლა გადავალ საგულისხმო ფაქტორების აღწერაზე:
1. საქართველოში 900 000 მანქანა მოძრაობს.
2. საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.
3. საქართველოში გვყავს ბევრი ორდიპლომიანი ტაქსისტი, რომელიც ძირგამძვრალ მანქანას ატარებს - რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი იძულებულია ძველი, მოშლილი მანქანით "იტაქსაოს", იმისთვის რომ ოჯახში ორი კაპიკი შეიტანოს და შიმშილით არ მოკვდეს.
4. საქართველოს აქვს კორუფციის მდიდარი ტრადიცია, რომელიც 9 წლის წინ ამოიძირკვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევ არ გაიფურჩქნება, თუ ნოყიერი ნიადაგი შეექმნა.
5. კორუფციის მნიშვნელოვან ბუდეებს სწორედ მაკონტროლებელი უწყებები წარმოადგენდა (ტეხასმოტრი, სურსათის უვნებლობა და ა. შ)
ახლა გადავალ კითხვებზე:
1. მაინტერესებს რა კრიტერიუმებით მოხდება ტექდათვალირება.
2. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მანქანა ვერ გაივლის ტექდათვალიერებას წარმატებით (გაჩერება მოუწევს მანამდე, სანამ არ შეაკეთებს მანქანას ისე, რომ გაიაროს ტექდათვალიერება?).
3. თუ აქვს შესწავლილი მთავრობას რა მდგომარეობაშია საქართველოს car park - დაახლოებით რამდენ ადამიანს მოუწევს მანქანის გაჩერება? (არ უნდა იყოს მიახლოებითი სურათის ჩვენება რთული - შსს-მ კარგად იცის მანქანების გამოშვების წლები)
4. როგორ აისახება გაჩერებული მანქანები იმ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვინც პურის ფულს შოულობს, "ტაქსაობს" რ, ცუდი მანქანით?
5. როგორ დაეხმარება სახელმწიფო იმ ხალხს, ვინც ტექდათვალიერების ნორმალური ფუნქციონირების შედეგად აუცილებლად დაკარგავს სამსახურს და შემოსავალს.
6. როგორ მოხდება იმის უზრუნველყოფა რომ კორუფციის ბუდედ არ იქცევა ტექდათვალიერება - ზუსტად ისე, როგორც იყო.
კიდევ მაქვს კითხვები, მაგრამ მომავლისთვის შევინახავ.” - წერს ”ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.