ვანო მერაბიშვილი: ”ორ გვამში ორ რუს მრჩეველს ვგულისხმობდი” - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი: ”ორ გვამში ორ რუს მრჩეველს ვგულისხმობდი”

ვანო მერაბიშვილი ქუთაისში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარს აკეთებს. მერაბიშვილის განმარტებით, კადრებშიც ჩანს, რომ ეს განცხადება კეთდება ღიად, ვიდეოკამერების წინ.

"მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე, პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა და მინდა რამდენიმე მცირე დეტალზე მივაქციო ყურადღება.

ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში გარდა ყველასთვის ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი. ჩვენი ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის დავალებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ამის ინტერპრეტირებას, თითქოს ეს არის მკვლელობის შეკვეთა, ამ განცხადებიდან, რომელიც მოისმინეთ, ერთ საათში სხვადასხვა ფორმით დაკავებული იქნა მინიმუმ 15 ადამიანი, ამ დანაყოფების მიერ. სოფელ მუხროვანთან დაკავებული იქნა რამდენიმეკაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი, თუ არ ვცდები 5-7 ადამიანი და არც ერთი მათგანის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ. გადრა ამისა, დაკავებული იქნენ ორგანიზატორები და ასე შემდეგ. ამ დღიდან, სამი კვირის თავზე, გლდანში ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს ოთანაძე და მისი ჯგუფი. ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

იხ. ვრცლად ”ინტერპრესნიუსზე”