ბესო ზანგური მერაბიშვილს: გირგვლიანის მკვლელობაში პრემია რამდენი აიღე, შე ბოზანდარავ!
"ნაციონალებო, დეფი ჭამეთ, დეფი!"
"ასე უგულოდ, ღიმილით რამდენი გვამი მოუთხოვია?"
”ნათელში ამყოფოს მათი სულები, ვინც ამ ნაგვის გამო მოკლეს და აწამეს"
სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა გამოხატა აღშფოთება... ”აბსოლუტურად დავკარგე სახე. ასე უგულოდ, ღიმილით რამდენი გვამი მოუთხოვია? - ეს წარმოვიდგინე და სრულ სიგიჟემდე მივედი! უფალმა ნათელში ამყოფოს ყველას სულები, რომელიც ამ ნაგვის გამო მოკლეს და აწამეს!” ამბობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც არც მალავს რომ ნანახით გაცოფებულია... რესპოდენტის დაჟინებული თხოვნით, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
- როგორც ჩანს ძალიან გაბრაზებული ხართ... გუშინ სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილი ”დათაგეთ” და უწმაწური სიტყვებით მიმართეთ...
- ძალიან გთხოვთ, რასაც გიპასუხებთ პირდაპირ დაწერეთ, იმიტომ რომ ბოზი ყველაზე უწყინარი სიტყვაა, რაც შეიძლება მას უწოდო, მე კიდევ მინდა გავუმეორო ბოროტების ხერხემალს შეკითხვა: - გირგვლიანის მკვლელობაში პრემია რამდენი აიღე, შე ბოზანდარავ! მისი შექმნილი სისტემის მსხვერპლია ყველა - ბუტა რობაქიძე, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი და ყველა! აბა ეგ იყო მათი ანუ ნაციონალების ხერხემალი და ამას თვითონაც ადასტურებენ! გუშინ ჩემი რეაქცია იყო ისეთივე, რაც ციხის კადრებზე მქონდა, აბსოლუტურად დავკარგე სახე. ასე უგულოდ, ღიმილით რამდენი გვამი მოუთხოვია? - ეს წარმოვიდგინე და სრულ სიგიჟემდე მივედი! უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, ვინც ამ ნაგვის გამო მოკლეს და აწამეს!
- გამოძიებას არც ელოდებით, რატომ ხართ დარწმუნებული ისედაც ყველაფერში?
- ავთენტურობა დადასტურდა! რას უნდა დაველოდო? - მე ვიცი, რასაც უნდა დაველოდო! მე ველოდები პროკურატურის გამოფხიზლებას! ამ ერთი სტრუქტურის გამო ხალხი წკიპზე დგას უკვე და გემზე თუ ერთი ნაპრალი გაჩნდა, მთელ ხომალდს ჩაძირავს, თუ არ ამოქოლე! მე მაქვს პრეტენზია, რომ ეს საქმე სასწრაფოდ გამოიძიონ! როგორც მოქალაქეს... პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ არ გამომიხატავს გულისწყრომა, ან რაზე უნდა გავბრაზდე? - ვხედავ სადმე, რომ გავუბრაზდე?! არ ვიცი, პოლკოვნიკისა და უდანაშაულო ადამიანების წამება-მკვლელობებზე რამდენი წელია, ვიმედოვნებ, ვანიას ხერხემალში გასასწორებლად სრულად ეყოფა..
- იმასაც წერდით, რომ მიხეილ სააკაშვილს უფლება არ აქვს ლექციებს კითხულობდესო..
- მიხეილ სააკაშვილი მუდამ ცუცარას პოზიციაშია, ახლაც ლექციების საკითხად გაიცურცლა. იქ რა ენაღვლებათ, მათთვის პიარია, რომ ნახეს საქართველოს პრეზიდენტი ლექციებს კითხულობს და ხალხს მოიზიდავენ! როგორც ყოველთვის, ის ბრწყინვალედ ახერხებს საქართველოსთვის თავის მოჭრას!
- გივი თარგამაძემაც ხომ გააკეთა გუშინ მომხდარზე განცხადება?
- გივიზე წავიკითხე, რომ ბავშვობაში ყვი ყვი-ს ეძახდნენ და ძალიან ბევრი ვიცინე. სულ ესაა. ბოლოს დავამატებდი, რომ ნაციონალებოოოოო: ჭაააააააააამეეეეეეეეეეეთ ჭააააააააამეეეეეეეეეეეთ ჭააააააააამეეეეეეეეთ დეფი!!! მაინც ვერ აცოცდებით...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)