"მას უნდა, რომ გამაუპატიუროს და ეს ძალიან საინტერესო სურვილია" - კვირის პალიტრა

"მას უნდა, რომ გამაუპატიუროს და ეს ძალიან საინტერესო სურვილია"

"უთქვამს, კაკაბაძეს მოვკლავო და წარმატებას ვუსურვებ... მოკვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ჩემთან სექსუალური კავშირი დაამყაროს, ეგ გამორიცხულია"

"კანონი ხშირად უსამართლოა და ხალხმა უნდა აღასრულოს სამართალი..." - ლინჩის წესის ქართული ვერსია ირაკლი კაკაბაძისგან

"ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" დაქირავებული ტროლები... ამათ შევადარებდი "ჰიტლერიუგენდს"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მხარდამჭერის, სალომე მახარაშვილის სტატუსი გავრცელდა, სადაც ის წერს: "თუ ჩემი ხელით არ მოგკლა კაკაბაძე, მე არ ვიყო სალომე მახარაშვილი... გახსოვსს?? გადამირჩი ორჯერ, ახლა კი ნამდვილად ელოდეე სიკვდილს. შენ ვანოს სურათს როგორ შეეხე, შენი ბინძური ხელებით. თქვენ ვანოს შეეხეთ? ხოდა კაკაბაძე პირადად მე შეგეხები შენ, თან ნამდვილად დაგასისხლიანებ". ჩვენ დავუკავშირდით ამ სტატუსის ადრესატს, ირაკლი კაკაბაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

ირაკლი კაკაბაძე:

- სალომე მახარაშვილთან დებატებში ჩართვას არ ვაპირებ, რადგან ეგ ადამიანი არ ტოვებს ინტელიგენტის შთაბეჭდილებას და საერთოდაც ვინაა, გაუგებარია ჩემთვის. მას უთქვამს, ირაკლი კაკაბაძეს მოვკლავო და წარმატებას ვუსურვებ.

- თქვენ ფეიბუქის გვერდზე დაწერეთ: ეს სალომე მახარაშვილი, როგორც ჩანს, დიდი ხანია არავის დაუკმაყოფილებია და ჩემი იმედიც ტყუილად აქვს - რატომ გადაწყვიტეთ ასეთი ფორმით გაგეცათ პასუხი?

- ეს გოგო პირდაპირ წერს, რომ ირაკლი კაკაბაძეს გავაუპატიურებ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვკლავო. მას უნდა, რომ გამაუპატიუროს და ეს ძალიან საინტერესო სურვილია, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, მე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. სალომე ძალიან ზედმეტ ოცნებებში გადავიდა, მოკვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ჩემთან სექსუალური კავშირი დაამყაროს, ეგ გამორიცხულია.

სენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" დაქირავებული ტროლები, მარტო ეგ გოგო არაა, სხვებიც არიან, რომლებსაც ნაციონალები ამუშავებენ და გარკვეულ ჯამაგირსაც უხდიან.

- ანუ მხოლოდ ანგარებით უდგანან გვერდით "ნაციონალური მოძრაობას"?

- ვერ გეტყვით, ანგარებით აკეთებენ, თუ არა, მაგრამ მათი მხრიდან ნაციონალებისთვის თავის დადება ძალიან უცნაური მოვლენაა. მათ შევადარებდი "ჰიტლერიუგენდს".

- ბატონო ირაკლი, მომავალში თუ აპირებთ გააგრძელოთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა სახლების წითლად შეღებვა?

-ამის თაობაზე, "წითელი ეშმაკუნების" ხელმძღვანელობა ამ დღეებში გააკეთებს განცხადებას. მათ კიდევ შეემატათ ახალი "ეშმაკუნები" და ეს იქნება მძლავრი ორგანიზაცია.

- მათი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს...

- კანონი ხშირად უსამართლოა და ხალხმა უნდა აღასრულოს სამართალი... უსამართლო კანონი ადამიანმა უნდა დაარღვიოს. მთავარია, სხვა არ მოკლა და არ გააუპატიურო, რაზეც ნაციონალები ოცნებობენ.

- მინდა გკითხოთ ანი ნადარეიშვილის განცხადებაზეც, რომელსაც აგრეთვე გაეცით პასუხი...

- საერთოდ სიტყვების: ავადმყოფი, შიზოფრენიკი და სხვ. გამოყენება არაკორექტულია. სიტყვა გიჟიც არაკორექტულია, გიჟები უბრალოდ ჩვენგან განსხვავებული ადამიანები არიან, რომლებიც სხვანაირად აზროვნებენ. სხვათაშორის, ქალბატონი ანა ბევრისგან განსხვავებით ჯანსაღად აზროვნებს და საკუთარი აზრი გააჩნია ბევრ საკითხზე, რომელიც არც თუ ისე უსაფუძვლოა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)