”რომელ თავმოყვარეობაზე საუბრობთ, როდესაც მიწაზე ხოხავდა თქვენი პრეზიდენტი?!”
"თქვენ არასდროს გამოსულხართ საქართველოს დასაცავად. თქვენ არ ხართ ქართველები, თქვენ საქართველოს მტრები ხართ,"- ასე მიმართა ბადრი შუბლაძემ მსახიობ დიმა ჯაიანს ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუში "რეაქცია". მან დიმა ჯაიანს ოდიოზული ფიგურა და რუსეთის დამცველი უწოდა, რასაც მსახიობის მხრიდან ასევე ემოციური პასუხი მოყვა. რომელ თავმოყვარეობაზე საუბრობთ, როდესაც მიწაზე ხოხავდა თქვენი პრეზიდენტი?! - მიმართა ჯაიანმა ოპონენტს, რამაც დარბაზში უფრო მეტი გაღიზიანება და ხმაური გამოიწვია. გადაცემა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას მიეძღვნა. თემამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.