"მიეცით საქართველოს მაპ-ი"
42-მა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ნატოს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებული წერილით მიმართა. წერილში კონგრესმენები მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას, სამიტზე პრიორიტეტად აქციოს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა.
""ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვის მხარდაჭერას, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულებაში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობასა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას"", - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.