გიორგი ყიფშიძე: "თურმე გარეწარ და სირ არველაძეს ქართველობის რცხვენია...."
"მინდა ბოდიში მოვიხადო უცენზურობისთვის... საზოგადო მოღვაწედ ვთვლი თავს და არ მეკადრება."
"არველაძეს დაავიწყდა, მაგის "მოდელირებული ქრონიკის" გამო ორსულ ქალებს მუცელი მოეშალათ ნერვიულობისაგან?"
"არველაძეს თუ ნამუსი აქვს, ჯერ იმიტაციაზე უნდა მოიხადოს ბოდიში"
გუშინ "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი არველაძემ ასეთი განცხადება გააკეთა: "არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს, მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც ,,იმიტირებულ ქრონიკაზე" ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ… ბოდიში…" – წერს არველაძე. ამ სტატუსზე პასუხი ასევე სტატუსით გასცა მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ: "შენი გამჩენი მოვ...ნ" - ამ სამი სიტყვით შემოიფარგლა მსახიობი არველაძის შეფასებისას. ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ყიფშიძეს და კომენტარი ვთხოვეთ:
გიორგი ყიფშიძე:
- მინდა ბოდიში მოვიხადო უცენზურობისათვის, რადგან იმას, რაც მე დავწერე, პატარებიც კითხულობენ და ქალბატონებიც. თანაც საზოგადო მოღვაწედ ვთვლი თავს და არ მეკადრება. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი არის თუ არა ამ სიტყვების ღირსი, მე არ უნდა მეთქვა. რაც შეეხება არველაძის განცხადებას, თურმე ამ გარეწარ და სირ ადამიანს რცხვენია, რომ ქართველია, ვინაა სამარცხვინო და ვინ არა, ეგ კიდე საკითხავია.
- როგორ ფიქრობ, როდესაც სააკაშვილი გარბოდა, მაშინ თუ რცხვენოდა გიორგი არველაძეს მის გვერდით ყოფნა?
- არა მგონია. მაგან ის თქვა, როცა მოდელირებული ქრონიკა იყო, მაშინ რომ ხალხი გარბოდა, ეგ მრცხვენიაო. ადამიანები ყველა ქვეყანაში გარბიან და ზოგიც რჩება, ზოგს რაიმე ამბის გაგებისას გულიც კი უსკდება. არველაძეს დაავიწყდა, მაგის "მოდელირებული ქრონიკის" გამო ორსულ ქალებს მუცელი მოეშალათ ნერვიულობისაგან? ეს დეგენერატული იმიტაცია ამად ღირდა?!
- ალინა არველაძემაც გააკეთა განცხადება და მათ ვინც მისი მეუღლის პოზიცია გააკრიტიკა, ჩუკენები უწოდა...
- ცოლია და ცოლმა ქმარი უნდა დაიცვას. ალინასთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს. არც მის ქმართან. მე მის განცხადებაზე მაქვს პრეტენზია. სამარცხვინოა, რომ ადამიანს რცხვენია თავის ეროვნების და ამას ხმამაღლა ამბობს, მით უმეტეს, რომ ერთ დროს თვითონ ამ ქვეყნის და ამ ერის მინისტრი იყო, მგონი ამაზე მდაბიო საქციელს ადამიანი ვერც მოიფიქრებს. რაც მან დაწერა, ეს იყო სამარცხვინო. საერთოდ ადამიანმა თავის სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი, მით უფრო მაშინ, როდესაც მინისტრი თუ რაღაც ჯანდაბა იყავი.
- გიორგი არველაძემ რა ფორმით უნდა აგოს პასუხი?
- არველაძეს თუ ნამუსი აქვს, ჯერ იმიტაციაზე უნდა მოიხადოს ბოდიში და ახსნას, რატომ გააკეთა და მერე ხალხი ამას აპატიებს თუ არ აპატიებს, ეს ხალხის გადასაწყვეტია. საერთოდ, ქართველი ხალხი მოწყალეა და ისეთებსაც პატიობს, ვისაც ქართველობა რცხვენია. ბოდიშის მოხდა სამარცხვინო არაა. მე იმიტომ მოვიხადე ბოდიში, რომ შეიძლება ჩემი ნაწერი ბავშვს წაეკითხა და რომ დავფიქრდი, ვთქვი, რა სისულელე გავაკეთე-მეთქი, მაგრამ ძალიან ნერვები მომეშალა, არველაძემ ჩემი პროვოცირება მოახდინა, მიბიძგა, ისეთი რამე დამეწერა, რაც ცხოვრებაში არ დამიწერია. არასოდეს ასეთ თემებზე პოზიცია არ დამიფიქსირებია, მაგრამ მაგან ისეთი რამე დაწერა, რომ ვეღარ მოვითმინე...
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)