თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თუ მაგარი ბიჭია, ჩავიდეს კახეთში და გლეხებს უთხრას, ვენახის გასხვლა "გრეხიაო" - კვირის პალიტრა

თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თუ მაგარი ბიჭია, ჩავიდეს კახეთში და გლეხებს უთხრას, ვენახის გასხვლა "გრეხიაო"

გუშინ, გადაცემა "არჩევანში", ღია ეთერში მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარი მსახიობ თენგიზ არჩვაძეს ვთხოვეთ:

- მე მაგის გამოსვლებს არ ვუყურებ. როგორ შეიძლება ეგეთი შებერტყილის ლაპარაკის მოსმენა, კაცო? მე ისიც მიკვირს, თქვენ რატომ უყურებთ და საერთოდ რატომ ინტერესდებით ამ ადამიანით? კაცი დაგვაკლდა ქვეყანაზე, ქართველმა ერმა მაგას რომ არ უსმინოს კიდევ?

- მან განაცხადა, რომ  სურს აქტიური საქმიანობა და ვერ დაკავდება ისეთი საქმით, როგორიცაა ვენახის გასხვლა...

- ამით მან ვაზის კულტურას მიაყენა შეურაცხყოფა. ქართველ გლეხს, სანამ აქ იყო, აქ ლანძღავდა და ახლა იქიდან აფურთხებს სულში. ვენახს ყიდის თურმე ვაჟბატონი მილიონნახევრად და მაგას ვენახის საერთოდ გაეგება რამე? თუ მაგარი ბიჭია, ჩავიდეს კახეთში და გლეხებს უთხრას, ვენახის გასხვლა "გრეხიაო". ხოა მაგარი, ჩავიდეს და საკადრის პასუხსაც მიიღებს. ძალიან გთხოვთ ამ ადამიანზე ნურაფერს მკითხავთ. წნევა მაწუხებს და მის გვარს რომ ვიგებ, ვნერვიულდები და არ მინდა, რა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)