"ბინძური ჭორია, არავითარი "ჰომოქორწილი" არ ყოფილა" – რესტორან "ამირანის" მენეჯერი - კვირის პალიტრა

"ბინძური ჭორია, არავითარი "ჰომოქორწილი" არ ყოფილა" – რესტორან "ამირანის" მენეჯერი

მოხდა თუ არა ქორწილი, სადაც ... "პატარძალს აცდა?"

"შემომსვლელს სახეზე ხომ არ ეწერება, ჰომოსექსუალია თუ არა?.. ვიღაც ტუალეტში შედის, შიგ ხომ არ შევყვებით?"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში მდებარე რესტორან "ამირანში" მომხდარი ერთობ უჩვეულო ინციდენტის შესახებ. კონკრეტულად - სიძე და მეჯვარე ნახევარი საათი საქორწილო სუფრიდან გაქრნენ, სიმამრმა (ზოგი ვერსიით, პატარძლის ბიძამ) მათ საპირფარეშოში ჩააკითხა, რომლის კარი დაკეტილი აღმოაჩინა. მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ კარგი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, შეამტვრია და დაინახა, რომ სიძეს მეჯვარესთან სექსი ჰქონდა. აფექტის მდგომარეობაში მყოფმა სიმამრმა "ინფრასტრუქტურა გაანადგურაო"- წერდნენ სააგენტოები. ჩვენ დავუკავშირდით რესტორნის მენეჯერს ია გამეზარდაშვილის და კომენტარი ვთხოვეთ:

- რესტორან "ამირანში" არანაირი მსგავსი ინციდენტი არ მომხადარა. ეს არის სიცრუე.

- ვის დასჭირდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება?

- რესტორანი "ამირანი" პრესტიჟული რესტორანია და ვვარაუდობთ, რომ კონკურენტებმა გაგვივრცელეს ეს ბინძური ჭორი. ძალიან რთულია იმის თქმა, ვინ გაავრცელა, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენს რესტორანში არავითარი ჰომოსექსუალთა ქორწილი არ ყოფილა.

- ვრცელდება ხმები, რომ არიან თვითმხილველები, რომელბიც ადასტურებენ, რომ რესტორანში მართლაც მოხდა ინციდენტი და ამის გამო "ამირანი" რამდენიმე დღე არ მუშაობდა... გავრცელდა მეორე ვერსიაც: სიძე და მეჯვარე მარიხუანას ეწეოდნენო..

- ესეც ტყუილია. როგორ დაგაჯეროთ, რომ ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია.მე დილიდან-დაღამებამდე ვარ "ამირანში" და არ ყოფილა შემთხვევა, რომ რესტორანი ერთი საათით მაინც გაჩერებულიყო. არავითარი შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, მით უმეტეს, რესტორანი არავის "გაუნადგურებია", როგორც დაწერეს. რაც შეეხება მოწევას, სიმართლე გითხრათ ასეთი რაღაც მეც გავიგე, მაგრამ როგორც ვიცი, ეს ინფორმაციაც არის ტყუილი და ასეთ ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი, რომც ჰქონოდა, რესტორანი რა შუაშია? ვიღაც ტუალეტში შედის, შიგ ხომ არ შევყვებით? ან ჰომოსექსუალია თუ არა შემომსვლელი, სახეზე ხომ არ ეწერება?! – გვითხრა ქალბატონმა იამ.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯერაც არ დასტურდება, თემამ ერთობ გაამხიარულა თბილისის ფორუმის მომხმარებლები, სადაც თემაში "სისხლიანი ქორწილი ქუთაისში" ერთი მეორეზე სახალისო კომენტარები დაიდო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

Statham - “პატარძალს არ ასცდებაო მაგ სტერეოტიპის დანგრევა უნდოდათ, მეტი არაფერი”

DavidKutaiseli - “მეჯვარემ პირველი ღამის უფლება გამოიყენა?.. სადააა უილიამ თმიანი”

Rastafari - “ინფრასტრუქტურა კი არა, მეჯვარე უნდა გაგენადგურებინა რომ სიძე შეაცდინა და ოჯახი დაანგრია”

Reidi – “ანუ ხელისმომკიდე რეალურად ხელისმომკიდე იყო”

Witcher – “და სისხლიანი ქორწილი რატომ?

ინფრასტრუქტურამ დაღვარა სისხლი თუ სიძე იყო ქალიშვილი?”

Machaxela – “ქუთაისი რეგიონალური ქალაქიდან ნელ ნელა ხდება ევროპული სტილის თანამედროვე ქალაქი”

Polkovnik – “ამას ქვია, მოყვარეს პირში უძრახე-ო...”

Redbulla – “და აი ქორწილი, სადაც პატარძალს აცდა”

Spartacus – “ამ ამბის გამო ევროპულ ოჯახში გაწევრიანება უფრო დაჩქარდება.ასე ევროპულად მოაზროვნეები ჰოლანდიაშიც არ იქნებიან და ეს ევროპიელები გვიწესებენ რაღაც წესებს.”

Mrpitkin – “მეტი რაღა უნდა ვქნათ, ევროკავშირში რომ მიგვიღონ?”

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)