მზის უძველესი საათი მეფეთა ველზეა
ეგვიპტეში, მეფეთა ველზე, ერთ-ერთ სამარხთან მსოფლიოში უძველესი მზის ეგვიპტური საათი აღმოაჩინეს. იგი XIX დინასტიის პერიოდს, ანუ ძვ.წ. XIII საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს.
მზის საათს მკვლევრებმა მეფეთა ველზე ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ.წ. 1550-1070 წწ.) პერიოდის სამარხების ტერიტორიაზე მიაკვლიეს.
"ამ აღმოჩენის მნიშვნელობა დიდია, რადგან ის თითქმის ათასი წლით ძველია, ვიდრე აქამდე არსებული წარმოდგენა, თუ როდის დაიწყეს მზის საათის
გამოყენება", _ ამბობს შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარი სიუზენ ბიკელი.
მანამდე მსოფლიოში ყველაზე ძველი მზის საათები (ძვ.წ. 332-ახ.წ. 395) ბერძნულ-რომაულ პერიოდს განეკუთვნებოდა.
მეფეთა ველზე მიკვლეული მზის საათი კირქვის გლუვი ნაჭრისგან არის დამზადებული, რომელზეც 12 ნაწილად დაყოფილი შავი ნახევარწრე მიმართულია
ზევით. ყოველი ნაწილი კი შუაში, ერთ წერტილში იყრის თავს. მათ შორის დაშორება 15%-იანი კუთხეა. მეცნიერთა აზრით, ეს ხელს უწყობდა დროის უფრო ზუსტად განსაზღვრას.
სიუზენ ბიკელი და მისი კოლეგები ამ სფეროში 2008 წლიდან მუშაობენ და როგორც სიუზენი ამბობს, კვლევათა გაგრძელებას კიდევ რამდენიმე წელიწადის განმავლობაში აპირებენ.
მომზადებულია livescience-ის მიხედვით
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”